დიმიტრი ხუნდაძე: ეს არის ჩვენი მხრიდან მთავარი კითხვა - თუკი გამჭვირვალობის შესახებ კანონი დასავლეთში დასავლურია, საქართველოში რატომ არის ის რუსული?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 20 აპრილი 2024, 11:34

პარლამენტში გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვის საკითხს პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დიმიტრი ხუნდაძე გამოეხმაურა.

„ეს არის ჩვენი მხრიდან მთავარი კითხვა - თუკი გამჭვირვალობის შესახებ კანონი დასავლეთში დასავლურია, საქართველოში რატომ არის ის რუსული? ამიტომ, ჯობია, ვიმსჯელოთ. პირველი მოსმენით კანონი მიღებულია და მეორე მოსმენისთვის საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, არგუმენტებით ჩავანაცვლოთ კანონპროექტის წაუკითხაობა და უსაფუძვლო პროტესტი. საფუძვლიანად და შინაარსობრივად ვიმსჯელოთ - ჩვენი შეთავაზება ისევ რჩება შეთავაზებად“, - განაცხადა ხუნდაძემ.

გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვა მომავალი კვირიდან განახლდება. მეორე მოსმენაზე, პროცედურა მუხლობრივ განხილვას ითვალისწინებს, შესაბამისად ოპოზიციას მოუწევს არგუმენტების წარდგენა, რატომ ეწინააღმდეგებიან კანონ პროექტს. მმართველი გუნდი ოპოზიციას საქმიან დისკუსიაზე ელოდება. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანონ პროექტის შესახებ რადიკალები ისევ შეეცდებიან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - მოვუწოდებ საერთაშორისო აქტორებს, განსაკუთრებით საელჩოებს, იყვნენ უფრო წინდახედული, ჰქონდეთ კომუნიკაცია, მათ შორის შსს-სთან, საკითხში გარკვევის შემდეგ გააკეთონ განცხადებები
შალვა პაპუაშვილი: ძალადობრივი აქციის მშვიდობიანად შეფასება ახალისებს რადიკალიზმს და მეტი ძალადობა მოჰყვება, გუშინ გადაიკეტა ქალაქის ერთ-ერთი მთავარი არტერია, აქციამ მოქალაქეებზე ძალადობის ხასიათი მიიღო
შალვა პაპუაშვილი - საერთო ჯამში, თავად პროცესი, გამოხმაურებები და მცდელობა, ყალბი ნარატივის დამკვიდრებით შეებრძოლონ ამ კანონპროექტს, აჩვენებს, რომ კანონპროექტი ქართველი ხალხის ინტერესშია
შალვა პაპუაშვილი - საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობა უფრო ღრმაა, სერიოზული, ვიდრე შეიძლება, ასეთი სახის გაუგებრობები იყოს
ირაკლი კობახიძე: დერეკ შოლესთან არ გამომიხატავს შეშფოთება ნიუ-იორკში სტუდენტების პროტესტის ბრუტალური დარბევის გამო
არქივი