აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს უკრაინისთვის და ისრაელისთვის დახმარების კანონპროექტს განიხილავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 20 აპრილი 2024, 11:40

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა დღეს უკრაინისთვის, ისრაელისთვისა და სხვა მოკავშირეებისთვის 95 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების კანონპროექტს განიხილავს.


მანამდე, წარმომადგენელთა პალატაში პროცედურული კენჭისყრა გაიმართა, რომელსაც მხარი პალატის 316 წევრმა დაუჭირა 94-ის წინააღმდეგ.


როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, დახმარების პაკეტი უკრაინას დამტკიცებისთანავე გადაეცემა.


„ჩვენ ოქტომბრის შემდეგ მკაფიოდ ვამბობთ, რამდენად მნიშვნელოვანია დახმარების მიღება უკრაინელი მამაცი ხალხისთვის, რომლებიც იბრძვიან თავიანთი დემოკრატიის დასაცავად, თავისუფლებისთვის. რაც მთავარია, ისინი კარგავენ პოზიციებს კონგრესის უმოქმედობის გამო. ჩვენ მადლიერი ვართ ვართ, რომ ვხედავთ წარმომადგენელთა პალატის წინსვლას. გვინდა, წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა ეს დაამტკიცოს, პრეზიდენტი მაშინვე მოაწერს ხელს“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივნმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საგარეო საქმეთა სამინისტრო - მივესალმებით, რომ საფრანგეთის საგარეო უწყება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აკვირდება, თუმცა უწყების განცხადება ობიექტურობას მოკლებულია, რაც ახალისებს ძალადობას
თბილისის მერია - ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 2 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000 ლარი ჩაერიცხათ
ნინო ფოჩხუა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ მოწოდებებზე: სხვებს ეძახიან ტროლებს და ბოტებს ეს ვირთხები, თავად კი გაუგებარი ფეისბუქ გვერდებიდან აბულინგებენ საამაყო ბიჭებს
ლადო მგალობლიშვილი: ახლა ნეიტრალური ხალხი რომ დგახართ აქციებზე, „ნაცები რომ არ მოგწონთ, მაგრამ ევროპა გინდათ" ზუსტად თქვენ შვილებს დაერევიან ესენი ძალაუფლების ხელში აღების შემთხვევაში
სოზარ სუბარი: ორმაგი სტანდარტია, როცა გვეუბნებიან რომ აშშ-ის უნივერსიტეტებში სპეცრაზმის შესვლა კანონის უზენაესობაა, ხოლო როდესაც საქართველოს პარლამენტზე ხდება თავდასხმა, პოლიციას არ აქვს წესრიგის დამყარების უფლება
არქივი