ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაციას განაგრძობს - საბრძოლო მოქმედებები ღაზის სექტორის ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში მიმდინარეობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 20 აპრილი 2024, 11:44

ისრაელი ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაციას განაგრძობს. საბრძოლო მოქმედებები ანკლავის ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში მიმდინარეობს.

გავრცელებული ცნობით, „ცაჰალის“ არტილერიამ გასულ კვირასთან შედარებით საბრძოლო მოქმედება გაააქტიურა.

ისრაელის სახმელეთო ძალების გააქტიურების ფონზე რაფაჰში სახმელეთო ოპერაციის დაწყების ალბათობაც იზრდება. ისრაელს ოპერაციის დაწყებისგან თვის შეკავებისკენ მოუწოდებს ამერიკის შეერთებული შტატები.

იტალიაში, „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე ისრაელის მხარესთან დისკუსიები გრძელდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი