ეკა სეფაშვილი: ვის აინტერესებს, საქართველო ომს წააგებს თუ არა, ან ერთი ქართველი მაინც თუ დარჩება ამ ქვეყანაში?! ეს ტერიტორია გლობალური ომის პარტიას აინტერესებს, რადგან კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ მდებარეობას იკავებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 20 აპრილი 2024, 12:36

გლობალურად რომ შევხედოთ, ამ ეტაპზე, საქართველოზე ძლიერი ზეწოლა არ არის, რომ ომში ჩაერთოს, მაგრამ ეს საფრთხე არ გამქრალა და დღითი დღე იზრდება, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ტერიტორია გლობალური ომის პარტიას აინტერესებს იმიტომ, რომ კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ და გეოგრაფიულ მდებარეობას იკავებს.

„უკრაინის ომი ჯერ არ დამთავრებულა და მის დამთავრებას პირიც არ უჩანს; ახლო აღმოსავლეთშიც, იმის ნაცვლად, რომ სამხედრო ესკალაცია შეამცირონ, პირიქით, ეს კონფლიქტი უფრო ფართოვდება და ახალ-ახალი მოთამაშეები ერთვებიან. შესაბამისად, საქართველოს მიმართ ინტერესი, როგორც ტერიტორიისადმი და არა როგორც სახელმწიფოს მიმართ, სულ უფრო იზრდება.

ასეთი არგუმენტებიც მომისმენია - ხომ იციან, რომ საქართველო წააგებს და რაში უნდა აწყობდეს ვინმეს მისი ომში ჩართვაო. ვის რაში აინტერესებს წააგებს თუ არა, ან ერთი ქართველი მაინც თუ დარჩება საქართველოს ტერიტორიაზე?! ეს ტერიტორია არის გლობალური ომის პარტიისთვის ძალიან საინტერესო, რადგან კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ და გეოგრაფიულ მდებარეობას იკავებს. სწორედ ეს აინტერესებთ. ახლანდელი ხელისუფლება არ დაუშვებს ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვას და სწორედ ამიტომ ცდილობენ მის შეცვლას ყველანაირი გზით“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა ხაზარაძე - მივმართავ დიპლომატებს, ჩვენი ქვეყნის ელჩებს, სასწრაფოდ უნდა გამოხვიდეთ და აუხსნათ მოქალაქეებს, რატომ ტოვებს ხელისუფლება დაუცველს საქართველოს
კახა კალაძე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე თუ ვსაუბრობთ, პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში ჩასვლა დათქმებით არ არის სწორი დამოკიდებულება
გურამ მაჭარაშვილი აშშ-ს ელჩზე: ესაა ვასალური დამოკიდებულება, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ამდენს ბედავს - ის ჩვენ არ გვესაუბრება, როგორც პარტნიორს
კახა კალაძე სპორტსმენების მოწოდებებზე: მეც ვუერთდები მოწოდებას „არა რუსულ კანონს“, ამ ქართულ კანონს კი, აუცილებლად მივიღებთ
მაკა ბოჭორიშვილი: უკეთესი იქნებოდა, თუ ვიზიტი აშშ-ში განხორციელდებოდა თანაბარი პარტნიორული ურთიერთობების საწყისებზე
არქივი