პარლამენტი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტს მასპინძლობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 20 აპრილი 2024, 13:19

საქართველოს პარლამენტი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტს მასპინძლობს.

როგორც პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი მეზურნიშვილმა სხდომაზე განაცხადა, შავი ზღვის რეგიონი უაღრესად მნიშვნელოვანია და ჩვენი, როგორც პარლამენტარების თანამშრომლობა, გადამწყვეტია ამჟამად არსებული სხვადასხვა გამოწვევის გადაჭრაში.

„დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ ძალზე მნიშვნელოვანი თემის – პარლამენტების როლის კულტურათაშორისი დიალოგისა და შემწყნარებლობის ხელშეწყობაში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლაში განსახილველად“, – განაცხადა მეზურნიშვილმა.

ამასთან, დღეს კაჭრეთში, გამართულ PABSEC-ის კომიტეტის 63-ე სხდომაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას ირაკლი მეზურნიშვილმა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაზე და ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„უაღრესად ფასეული იქნება ჩვენი კოორდინირებული ძალისხმევა და გამოცდილების გაზიარება. როგორც პარლამენტარებს, ჩვენი უნიკალური პოზიციიდან გამომდინარე, გვაქვს საშუალება დადებითი ზეგავლენა მოვახდინოთ და ხელი შევუწყოთ ურთიერთგაგებას ჩვენს მრავალფეროვან საზოგადოებებში“, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე, მიმართეს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა რამაზ ნიკოლაიშვილმა და ასამბლეის გენერალურმა მდივანმა, ასაფ ჰაჯიევმა.

„საქართველოში სხდომის გამართვა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული დელეგაციის აქტიურ მონაწილეობას როგორც, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში ასევე, მის ფარგლებში დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში. რეგიონის სამ ქვეყანას, საქართველოს, აზერბაიჯანს და თურქეთს შესწევს უნარი, რომ ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების გარანტია უზრუნველყოს. რეგიონალურ ჭრილში საქართველო ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქვეყანას წარმოადგენს. აქ ჩამოსვლით ყველა ქვეყნის წარმომადგენელი შეძლებს იმის დანახვას თუ, როგორი პროგრესი აქვს ქვეყანას, რა კეთდება იმისთვის, რომ კეთილდღეობა უფრო მაღალ ნიშნულზე ავიდეს და ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იყოს“, – განაცხადა ასამბლეის გენერალურმა მდივანმა ასაფ ჰაჯიევმა.

როგორც რამაზ ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, სხდომაზე წარმოდგენილია მნიშვნელოვანი ქვეყნები და საქართველოს ინტერესია, ბევრმა ქვეყანამ ადგილზე გაიცნოს საქართველო.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი გვერდში დგომა და გამოცდილების გაზიარება. იმედი მაქვს, დღევანდელი შეხვედრა რეგიონისა და ზოგადად, მსოფლიოსთვის აქტუალური საკითხების კონსტრუქციული განხილვის გაგრძელება იქნება“, – აღნიშნა რამაზ ნიკოლაიშვილმა.

სხდომაზე, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობის ანგარიში ორგანიზაციის გენერალური მდივნის პირველმა მოადგილემ მერვე კავაკჩიმ წარადგინა.
სხდომაზე განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა „პარლამენტების როლი კულტურათაშორისი დიალოგისა და შემწყნარებლობის ხელშეწყობაში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლაში“.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოხსენების და რეკომენდაციის პროექტები განიხილეს, რომელიც გენერალური ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე მიმდინარე წლის მაისში, ტირანაში მიიღებენ

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: რუსული ტანკები საქართველოში მიხეილ სააკაშვილმა შემოიყვანა და კარგად გვახსოვს, როცა გორში თვითმფრინავმა გადაიფრინა, როგორ მიატოვა სტუმარი - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და როგორ ფორთხავდა მტვერში
მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დღეს წითელი პარასკევია
გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა გახსნილია
სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი - დღეს ირაკლი კობახიძესთან კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი შეშფოთებას საქართველოს ტრაექტორიასთან დაკავშირებით
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი - მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს ეს კანონპროექტი და ჩაერთოს დიალოგში
არქივი