ირაკლი ღარიბაშვილი: არ დაუშვებს „ქართული ოცნება“ დესტაბილიზაციას. თუ ვინმეს რაიმე პოზიციის გამოხატვა სურს, არჩევნები მოახლოვდება, კეთილი ინებოს ყველამ, მშვიდად, წყნარად დემოკრატიულად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
30 20 აპრილი 2024, 14:27

არ დაუშვებს „ქართული ოცნება“ არავითარ დესტაბილიზაციას. თუ ვინმეს რაიმე პოზიციის გამოხატვა სურს, გამოხატოს კანონის ფარგლებში, არჩევნები მოახლოვდება, კეთილი ინებოს ყველამ, მშვიდად, წყნარად დემოკრატიულად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„გადახედეთ 30-წლიან ისტორიას, ყოველი მმართველის დროს ქვეყანაში იყო სამოქალაქო ომი, ომები რუსეთთან, ტერიტორიების დაკარგვა, ჩვენი გმირი ჯარისკაცების, პოლიციელების, მოქალაქეების, მათი საცხოვრებელი სახლების განადგურება. საკითხი არის ძალიან სერიოზული. სერიოზული სიტუაციაა მთელს მსოფლიოში. გადახედეთ რა ხდება ახლო აღმოსავლეთში, ისრაელი-პალესტინის კონფლიქტს ვგულისხმობ და მიმდინარე საომარ ვითარებას. სიტუაცია არის ფეთქებადსაშიში. დაბრუნდა რიტორიკა ბირთვული ომის. პირდაპირ საუბრობენ როგორც ნატო-ს წევრი სახელმწიფოები, ასევე რუსეთი ამაზე, ამ დროს ჩვენ დროს ვხარჯავთ შიდა კინკლაობაზე, გაუგებრობაზე. ერთი რამ იცოდეთ, არ დაუშვებს „ქართული ოცნება“ არავითარ დესტაბილიზაციას, ყველამ კარგად დაიმახსოვროს. თუ ვინმეს რაიმე პოზიციის გამოხატვა სურს, გამოხატოს კანონის ფარგლებში, არჩევნები მოახლოვდება კეთილი ინებოს ყველამ, მშვიდად, წყნარად დემოკრატიულად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ჩაკვეტაძე: საქართველო ევროპაა, რისთვისაც ყველაზე მეტი, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა
ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ ინფორმაციით, ვინაიდან რელიგიური კვირეულია, მსვლელობები იქნება სპეციფიკური
სომხეთის გენპროკურატურამ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების ჩაბარების გამო ნიკოლ ფაშინიანის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით მიმართა
სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციული წესი შესრულდა
მამუკა ხაზარაძე - მივმართავ დიპლომატებს, ჩვენი ქვეყნის ელჩებს, სასწრაფოდ უნდა გამოხვიდეთ და აუხსნათ მოქალაქეებს, რატომ ტოვებს ხელისუფლება დაუცველს საქართველოს
არქივი