ირაკლი ღარიბაშვილი - მსოფლიოში რთული ვითარებაა და ჩვენ დროს ვხარჯავთ შიდა კინკლაობაზე, იცოდეთ, არ დავუშვებთ არავითარ დესტაბილიზაციას, ვინმეს თუ პოზიციის გამოხატვა სურს, კანონის ფარგლებში გამოხატოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 20 აპრილი 2024, 14:28

იცოდეთ, არ დავუშვებთ არავითარ დესტაბილიზაციას, ვინმეს თუ პოზიციის გამოხატვა სურს, კანონის ფარგლებში გამოხატოს, არჩევნები გვიახლოვდება, ყველამ კეთილი ინებოს, მშვიდად დააფიქსიროს პოზიცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გორში განუცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, მსოფლიოში ძალიან რთული ვითარებაა და „ამ დროს ჩვენ დროს ვხარჯავთ შიდა კინკლაობაზე“.

„ხალხს დაავიწყდა, რომ მსოფლიოში უსაფრთხოების არაპროგნოზირებადი პოლიტიკური გარემოა. ის წესრიგი, რომელიც მსოფლიოში არსებობდა, დღითიდღე ირღვევა და არავინ იცის, ახალი წესრიგი როდის ჩამოყალიბდება, რა კონფიგურაცია დაჯდება. ომი უკრაინაში გრძელდება. იცით, რომ 250 მილიარდი დოლარი არის გამოყოფილი უკრაინისთვის მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო. ამბობენ, 200 მილიარდი არის დახარჯული რუსეთის მხრიდანაც. ახლა დამატებით, ამერიკიდან 50, თუ 60 მილიარდი გამოიყოფა. ეს ომი გრძელდება. არავინ იცის, როდის დასრულდება.

საფრთხე, რომელზეც ვსაუბრობდით, რომ არსებობს რეალური საფრთხე ამ ომის ჩვენს ქვეყანაში გადმოტანის, არსად წასულა. უპასუხისმგებლო ძალები, რომლებიც ცდილობდნენ, ჩვენი ქვეყანა ჩაეთრიათ ომში, მათ მინდა, მივმართო: რომელი იქნება პასუხისმგებლობის ამღები, ქვეყანაში რომ ვითარება ისე არ განვითარდეს, როგორიც დღესაა. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც დღეს ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შეინარჩუნა – „ქართული ოცნებაა“. თუ ვინმე შემძლეა ამ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების, ეს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“. კარგად ვიცით, ყოველი მმართველის დროს ქვეყანაში იყო ომები, სამოქალაქო ომი, რუსეთთან ომი, ტერიტორიების დაკარგვა, გმირი ჯარისკაცების განადგურება, ამიტომ საკითხი ძალიან სერიოზულია.

გადახედეთ, რა ხდება ახლო აღმოსავლეთში. ისრაელი-პალესტინის ომს ვგულისხმობ, ირანსა და ისრაელს შორის ვითარება ფეთქებადსაშიშია. დაბრუნდა რიტორიკა ბირთვული ომის. საუბრობენ როგორც ნატო-ს წევრი სახელმწიფოები, ასევე რუსეთი. მოხდება დემონსტრირება ბირთვული შეიარაღების და ამ დროს, ჩვენ დროს ვხარჯავთ შიდა კინკლაობაზე. იცოდეთ, არ დავუშვებთ არავითარ დესტაბილიზაციას. ვინმეს თუ რაიმე პოზიციის გამოხატვა სურს, კანონის ფარგლებში გამოხატოს. არჩევნები გვიახლოვდება, ყველამ კეთილი ინებოს, მშვიდად დააფიქსიროს თავისი პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სომხეთის გენპროკურატურამ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების ჩაბარების გამო ნიკოლ ფაშინიანის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით მიმართა
სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციული წესი შესრულდა
მამუკა ხაზარაძე - მივმართავ დიპლომატებს, ჩვენი ქვეყნის ელჩებს, სასწრაფოდ უნდა გამოხვიდეთ და აუხსნათ მოქალაქეებს, რატომ ტოვებს ხელისუფლება დაუცველს საქართველოს
კახა კალაძე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე თუ ვსაუბრობთ, პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში ჩასვლა დათქმებით არ არის სწორი დამოკიდებულება
გურამ მაჭარაშვილი აშშ-ს ელჩზე: ესაა ვასალური დამოკიდებულება, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ამდენს ბედავს - ის ჩვენ არ გვესაუბრება, როგორც პარტნიორს
არქივი