მამუკა მდინარაძე: ერთადერთი გზა, რაც ოკუპაციის წინააღმდეგ შეიძლება დასახოს ჩვენნაირმა ქვეყანამ, ეს არის განვითარება, მეტი პროგრესი, მეტი ევროპულობა და მშვიდობით და სტაბილურობით უნდა შევძლოთ ამ გზაზე სწორი სიარული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 20 აპრილი 2024, 15:03

ერთადერთი გზა, რაც ოკუპაციის წინააღმდეგ შეიძლება დასახოს ჩვენნაირმა ქვეყანამ, ეს არის განვითარება, მეტი პროგრესი, მეტი ევროპულობა და ამ განვითარების და ევროპის სრულფასოვანი წევრობის პარალელურად, უნდა გვქონდეს მიზნად ის, რომ მშვიდობით და სტაბილურობით შევძლოთ ამ გზაზე სწორი სიარული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გორში, შიდა ქართლის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„როგორც ყველა რეგიონში, აქაც ძალიან კარგი შეხვედრა იყო და ამ შეხვედრებზეც ძალიან ბევრი აქტუალური საკითხი დაისმება ხოლმე. ჩვენი მოქალაქეები, პარტიული აქტივი როგორც ყოველთვის, ძალიან ადეკვატურია მოვლენების მიმართ და სწორად აფასებენ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს არის რეგიონი, რომელსაც აგერ მომიჯნავედ ოკუპაციის უბოროტესი შედეგები თავის თავზე აქვს გამოცდილი და კარგად ხვდებიან, რა გამოწვევის წინაშეა ქვეყანა, როდესაც მისი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. იციან, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მშვიდობით და განვითარებით ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ, ჩვენი ხალხი დავიბრუნოთ და რომ ერთადერთი გზა, რაც ოკუპაციის წინააღმდეგ შეიძლება დასახოს ჩვენნაირმა ქვეყანამ, ეს არის განვითარება, მეტი პროგრესი, მეტი ევროპულობა და ამ განვითარების და ევროპის სრულფასოვანი წევრობის პარალელურად, უნდა გვქონდეს მიზნად ის, რომ მშვიდობით და სტაბილურობით შევძლოთ ამ გზაზე სწორი სიარული. ეს არის ჩვენი მესიჯი ჩვენი დების და ძმების მიმართ, რომლებიც აქ [გორთან] ძალიან ახლოს ცხოვრობენ და ყველა სხვა მესიჯი არის დამაზიანებელი და მტრული ამ ქვეყნისთვის, რადგან ერთადერთი გზაა მშვიდობა, განვითარება და სტაბილურობა, ევროპულობა. ოღონდ ჭეშმარიტი ევროპულობა, მოგონილი და დეკლარირებული კი არა. ეს არის უალტერნატივო. ამ გზაზე სიარული ჩვენ მოგვიტანს გაერთიანებას. დღევანდელ შეხვედრაზე ნათლად გამოჩნდა, რომ მარტივი არ არის ევროპისკენ ინტეგრაციის გზაზე, მშვიდობის, დეოკუპაციის გზაზე ერთად სიარული ისე, რომ არც ერთგან პრობლემა არ შეგექმნას, სპეკულაციების და თავდასხმების მიუხედავად, რაც ჩვენ გვაქვს ქვეყნის შიგნიდანაც კი. რთულია ამ გზაზე სიარული, მაგრამ ეს უნდა შევძლოთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა ხაზარაძე - მივმართავ დიპლომატებს, ჩვენი ქვეყნის ელჩებს, სასწრაფოდ უნდა გამოხვიდეთ და აუხსნათ მოქალაქეებს, რატომ ტოვებს ხელისუფლება დაუცველს საქართველოს
კახა კალაძე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე თუ ვსაუბრობთ, პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში ჩასვლა დათქმებით არ არის სწორი დამოკიდებულება
გურამ მაჭარაშვილი აშშ-ს ელჩზე: ესაა ვასალური დამოკიდებულება, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ამდენს ბედავს - ის ჩვენ არ გვესაუბრება, როგორც პარტნიორს
კახა კალაძე სპორტსმენების მოწოდებებზე: მეც ვუერთდები მოწოდებას „არა რუსულ კანონს“, ამ ქართულ კანონს კი, აუცილებლად მივიღებთ
მაკა ბოჭორიშვილი: უკეთესი იქნებოდა, თუ ვიზიტი აშშ-ში განხორციელდებოდა თანაბარი პარტნიორული ურთიერთობების საწყისებზე
არქივი