ირაკლი ღარიბაშვილი: ყოველი ხელისუფალი არის ვალდებული, რომ ყველაზე დიდი განსაცდელი, უბედურება აარიდოს საკუთარ ხალხს. როგორც კაცი იცავს საკუთარ ოჯახს, ასე უნდა დაიცვას ხელისუფლებამ საკუთარი ხალხი ომისგან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
30 20 აპრილი 2024, 15:05

ყოველი ხელისუფალი არის ვალდებული, რომ ყველაზე დიდი განსაცდელი, უბედურება აარიდოს საკუთარ ხალხს. როგორც კაცი იცავს საკუთარ ოჯახს, ოჯახის წევრებსა და შვილებს, ასე უნდა დაიცვას ხელისუფლებამ საკუთარი ხალხი ომისგან, განადგურებისგან და უბედურებისგან. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

„საუბედუროდ, მთელ პოლიტიკურ სპექტრს, ჩვენს ვითომ ოპოზიციას, ამ გაუგებარ ხალხს, რომლებიც მხოლოდ ყვირიან და საუბარი არ შეუძლიათ, დავიწყებული აქვთ ქვეყნის ერთ--ერთი მთავარი პრობლემა. ამ ადგილიდან სულ რამდენიმე კილომეტრში დგას ოკუპანტი ქვეყნის ჯარი. ვინ მოიტანა ეს ოკუპაცია? გრძელდება ოკუპაცია და ესეც არის წინა ხელისუფლების „დამსახურება“. სამწუხაროდ, ქვეყანას აქვს ეს დიდი პრობლემა მოსაგვარებელი. მე არ მესმის დისკუსია ამ თემაზე, როგორ ვაგვარებთ ამ საკითხს და როგორ მივდივართ წინ. მინდა, კითხვა დავუსვა ყველას? როგორ წარმოუდგენიათ, მათი ხელისუფლების პირობებში ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიების 20%, გაუფორმეს პირდაპირ რუსებს, ჩახოცეს ჩვენი გმირი ბიჭები და უბედურება მოუტანეს ქვეყანას. არავითარი თეორიული შანსიც კი არ იარსებებს, დღეს ხელისუფლებაში რომ არ იყოს „ქართული ოცნება“, საერთოდ წარმოუდგენელი იქნება მშვიდობაზე და სტაბილურობაზე ფიქრი. „მცოცავი ოკუპაცია“ არის შედეგი იმ უგუნური, ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი მმართველობისა, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“.

რა მიამიტურ კითხვას მისვამთ - რუსეთს დღეს კარგ ხასიათზე გაეღვიძება და დაგვიბრუნებს ტერიტორიებს - ასეთი მიამიტი როგორ შეიძლება დღეს ვინმე ქვეყანაში მოიძებნოს. ჩვენ ჩვენი პოლიტიკით, გრძელვადიანი და სტრატეგიული ხედვით უნდა მოვახერხოთ ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაცია. სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. მეც მინდა ძალიან ბევრი რამ, მეც მინდა, რომ დღეს, ძალიან მალე ქვეყანა გახდეს ერთიანი, ძლიერი, თავისი ძლიერი შეიარაღებით, მათ შორის ბირთვული სახელმწიფოც გახდეს, მაგრამ ეს დღეს ამაზე საუბარი ხომ არარეალისტურია? ბევრი იდეა გვესმის, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები. ჩვენ უნდა გამოვიდეთ რეალობიდან და შესაბამისად დავგეგმოთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯები. მთავარი თემა არის შემდეგი: ყოველი ხელისუფალი არის ვალდებული, რომ ყველაზე დიდი განსაცდელი, უბედურება აარიდოს საკუთარ ხალხს. როგორც კაცი იცავს საკუთარ ოჯახს, ოჯახის წევრებსა და შვილებს, ასე უნდა დაიცვას ხელისუფლებამ საკუთარი ხალხი ომისგან, განადგურებისგან და უბედურებისგან. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა ხაზარაძე - მივმართავ დიპლომატებს, ჩვენი ქვეყნის ელჩებს, სასწრაფოდ უნდა გამოხვიდეთ და აუხსნათ მოქალაქეებს, რატომ ტოვებს ხელისუფლება დაუცველს საქართველოს
კახა კალაძე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე თუ ვსაუბრობთ, პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში ჩასვლა დათქმებით არ არის სწორი დამოკიდებულება
გურამ მაჭარაშვილი აშშ-ს ელჩზე: ესაა ვასალური დამოკიდებულება, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ამდენს ბედავს - ის ჩვენ არ გვესაუბრება, როგორც პარტნიორს
კახა კალაძე სპორტსმენების მოწოდებებზე: მეც ვუერთდები მოწოდებას „არა რუსულ კანონს“, ამ ქართულ კანონს კი, აუცილებლად მივიღებთ
მაკა ბოჭორიშვილი: უკეთესი იქნებოდა, თუ ვიზიტი აშშ-ში განხორციელდებოდა თანაბარი პარტნიორული ურთიერთობების საწყისებზე
არქივი