დიმიტრი ხუნდაძე: იმ ფულის გამჭვირვალობაა საჭირო, რომელიც აურზაურის და დესტაბილიზაციის დასაფინანსებლად იგზავნება საქართველოში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 20 აპრილი 2024, 15:14
„სწორედ იმ ფულის გამჭვირვალობაა საჭირო, რომელიც აურზაურის და დესტაბილიზაციის დასაფინანსებლად იგზავნება საქართველოში,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე. 


მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირში მშვიდობიანად შესვლას სიფრთხილე და გამჭვირვალობა კი არ უქმნის საფრთხეს, არამედ, ის მართული თუ უნებლიე ემოციები, რასაც რუსთაველზე ვხედავთ ბოლო დღეებია. 


„ურთულეს რეგიონულ ვითარებაში უპასუხისმგებლო ემოციები საქართველოს უკრაინიზაციის რისკებს ერთმნიშვნელოვნად ზრდის.
სანქციებში საქართველოს ჩართვა, მისი რუსეთ-უკრაინის ომში შესაძლო მონაწილეობა და გაუმჭვირვალობა, საქართველოსთან ბრძოლის ინსტრუმენტებად არის გამოყენებული.
საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს მშვიდობიანად და არა დამღუპველ ომში მონაწილეობით. ევროკავშირში მშვიდობიანად შესვლას არა სიფრთხილე და გამჭვირვალობა უქმნის საფრთხეს, არამედ, ის მართული განზრახული თუ უნებლიე ემოციები, რასაც რუსთაველზე ვხედავთ. სწორედ იმ ფულის გამჭვირვალობაა საჭირო, რომელიც აურზაურის და დესტაბილიზაციის დასაფინანსებლად იგზავნება საქართველოში. ჩვენვე უნდა ავირჩიოთ, გადაწყვეტილებები საქართველოში უნდა მიიღებოდეს თუ სადმე სხვაგან. ეს, ყველაფერთან ერთად, ეროვნული თავმოყვარეობის საკითხიცაა,“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - შარლ მიშელთან საუბრისას აღვნიშნე, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღება არის აუცილებელი პირობა ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის, ე.წ. დეპოლარიზაციის უზრუნველყოფისთვის
აქციის მონაწილეების ნაწილმა ქაშვეთის ეკლედია სი გადაინქცვლა
აქციის მონაწილეები მშვიდობის ხიდის მიმართულებით აგრძელებენ მსვლელობას
გურამ მაჭარაშვილი: რადიკალური ოპოზიცია მათი პატრონების კოორდინირებით ამ რევოლუციური პროცესებისთვის ემზადებოდა - მათი ნაწილი უკვე პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლება უნდა წავიდეს და თავად გადაიბარონ მმართველობა
შალვა პაპუაშვილი: არც ერთმა საელჩომ და დონორმა არ დაგმო ძალადობის შემთხვევები. ბევრმა მათგანმა ძალადობრივ თავდასხმებს "მშვიდობიანი"’ უწოდა - სამწუხაროდ, ძალადობის წაყრუება მომავალში მეტ ძალადობას ახალისებს
არქივი