ნათია თურნავა: ვაფასებ IMF-ის მზაობას, დაეხმაროს საქართველოს შემდგომი წარმატებული რეფორმების განხორციელებაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 20 აპრილი 2024, 17:08

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, რომელიც ვაშინგტონში იმართება, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა საქართველოს დელეგაციასთან ერთად აგრძელებს მაღალი რანგის შეხვედრებს.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და World Bank-ის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, მქონდა სასიამოვნო შესაძლებლობა შევხვედროდი კრისტალინა გეორგიევას და პირადად მიმელოცა მისთვის სსფ-ის მმართველი დირექტორის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევა. აღსანიშნავია ისიც, რომ მეტად ნაყოფიერი შეხვედრები გვაქვს ვაშინგტონში. ვაფასებ სავალუტო ფონდის მზაობას, დაეხმაროს საქართველოს შემდგომი წარმატებული რეფორმების განხორციელებაში“, - აცხადებს ნათია თურნავა.

ინფორმაციას ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
შსს - გარკვეული პოლიტიკური ძალები, აქციის ორგანიზატორები გეგმავდნენ, ჩაეცვათ პოლიციის ფორმა, გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციას შეუერთდა, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. არ გამოტოვოთ ეს ისტორიული შანსი
სოზარ სუბარი: ლიბერალების მანტია გადაცმული ფაშისტები ლაშა ტალახაძეს საოცრებებს უწერენ და ამის შემდეგ კიდევ აძლევენ თავს უფლებას, რომ ქართველი ერქვათ
გიორგი გახარია: საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭეა
არქივი