„ნაციონალები“ ყველა მიმართულებით უკან იყვნენ წასულები, „ქართული ოცნების“ შედეგები კი არის ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია, ევროპერსპექტივა, კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ქვეყანა ყველა მიმართულებით უკან იყო წასული.
„აქციებზეც ვნახეთ, „ნაცები“ არიან ავანგარდში, იმ ახალგაზრდების გარდა. და ვნახოთ „ნაცების“ შედეგები - არც ერთი ნაბიჯი წინ, ყველა მიმართულებით უკან იყვნენ წასულები. ხალხის რაღაც ნაწილს ეგონა, რომ ყვაოდა ქვეყანა. ერთ მშვენიერ დღეს კი აღმოვაჩინეთ, რომ ყველა მიმართულებით უკან ვიყავით. ამ დროს „ქართულ ოცნების“ შედეგებია - ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია, ევროპერსპექტივა, კანდიდატის სტატუსი. ყველაფერი ჩვენს ხელში მიიღო ამ ქვეყანამ. ფართო შარაგზაა ჩვენთვის ევროინტეგრაციის გზა და არა საცალფეხო ბილიკი. ევროპულობა ჩვენთვის არის არის ღირსება, ეროვნული თავმოყვარეობა, დემოკრატია, გამჭვირვალობა. მათთვის კი არის ცალ ფეხზე დგომა, ქვემოდან ზემოთ ყურება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |