მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში არ უნდა დარჩეს დასახლებული პუნქტი, სადაც არ გავაერთიანებთ ძალებს და არ შევქმნით უსამართლობისადმი დაუმორჩილებლობის საერთო ცენტრს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 20 აპრილი 2024, 17:52

საქართველოში არ უნდა დარჩეს არცერთი დასახლებული პუნქტი, სადაც არ გავაერთიანებთ ძალებს და არ შევქმნით უსამართლობისადმი დაუმორჩილებლობის საერთო ცენტრს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, რეპრესიები იქნება, რისთვისაც თავად მხად არის.

„ბოლო დროს აქციებმა, მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ საქართველო არის ძალიან ლამაზი, ამაყი, გონიერი ხალხით დასახლებული ქვეყანა.„ქოცების“ მხრიდან ამ აქციების დაცინვის მცდელობა სასაცილოდ გამოიყურება. თუ ასე დარწმუნებული ხართ საკუთარ თავში, აბა გამოიყვანეთ თქვენი გულწრფელი მომხრეები და ვნახოთ, რამდენი წამოგყვებათ ქუჩაში. დღევანდელი მდგომარეობით, 2021 წლისგან განსხვავებით, აიპების და სსიპ-ების თანამშრომლების უმრავლესობაც არ გამოგყვებათ, ისეთი მორალური კლიმატია საზოგადოებაში. რამდენადაც აწევს ივანიშვილი ფსონებს, იმდენად უნდა გავყვეთ, ვინაიდან, ამჯერად, შულერი თავის თამაშს ვეღარ გვახვევს და ჯეკპოტი საქართველოს დარჩება.

ამიტომ, საქართველოში არ უნდა დარჩეს არცერთი დასახლებული პუნქტი, სადაც არ გავაერთიანებთ ძალებს და არ შევქმნით უსამართლობისადმი დაუმორჩილებლობის საერთო ცენტრს. მორალურ დისკომფორტს შევუქმნით დანაშაულებრივი რეჟიმის საყრდენებს.

რეპრესიები იქნება, მეც ვარ მზად ამისთვის, მაგრამ ეს იქნება შემოდგომის ბუზების კბენა, ვინაიდან საქართველო არაა რუსეთი და მომავალი საქართველოსია“, – წერს სააკაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
შსს - გარკვეული პოლიტიკური ძალები, აქციის ორგანიზატორები გეგმავდნენ, ჩაეცვათ პოლიციის ფორმა, გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციას შეუერთდა, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. არ გამოტოვოთ ეს ისტორიული შანსი
სოზარ სუბარი: ლიბერალების მანტია გადაცმული ფაშისტები ლაშა ტალახაძეს საოცრებებს უწერენ და ამის შემდეგ კიდევ აძლევენ თავს უფლებას, რომ ქართველი ერქვათ
გიორგი გახარია: საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭეა
არქივი