ანრი ოხანაშვილი „გამჭვირვალობის კანონის“ მოწინააღმდეგეებზე-თუ ამბობენ, რომ ისედაც გამჭვირვალე არიან და ინფორმაციის განთავსების პრობლემა არ აქვთ, მაშინ რატომ არის ატეხილი ასეთი აჟიოტაჟი. ფაქტია, დასამალი ბევრი აქვთ და არ სურთ ამ ყველაფრის გასაჯაროება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
62 22 აპრილი 2024, 12:29
ჩვენი მიზანია, ჩვენს საზოგადოებას ჰქონდეს წვდომა ინფორმაციაზე, თუ რა თანხა შემოდის ჩვენს ქვეყანაში, ვისგან შემოდის, რა მიზანს ემსახურება და როგორ იხარჯება. ეს არის ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ლეგიტიმური ინტერესი  “-განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. 

ანრი ოხანაშვილის თქმით, ფაქტია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს დასამალი ბევრი აქვთ და არ სურთ ამ თანხების გასაჯაროება. 


„პრაქტიკულად ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის განწყობა არის დადებითი ამ საკითხის მიმართ, რომ მათ აქვთ ინტერესი იცოდნენ, ვინ რაში ხარჯავს ფულს. რაც შეეხება დამოკიდებულებას არასამთავრობო სექტორის მხრიდან- თუ ისინი ამბობენ, რომ ისედაც გამჭვირვალე არიან და ინფორმაციის განთავსების პრობლემა არ აქვთ, მაშინ რატომ არის მათი მხრიდან ატეხილი ასეთი აჟიოტაჟი. ფაქტია, რომ მათ დასამალი ბევრი აქვთ. ეს შეიძლება არ ეხებოდეს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, მაგრამ ის მდიდარი ენჯეოები, რომლებიც შეიძლება არამიზნობრივად ხარჯავდნენ ფულს, ჩვენი საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ, ეკლესიის წინააღმდეგ, მთელი რიგი იმ ღირებულების წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის არის პრიორიტეტული, როგორც ჩანს გამოჩნდება ეს თანხები და მათ არ სურთ ამ ყველაფრის გასაჯაროება“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი იაკობაშვილი: სანქციები იქნება, რა მერე? ივანიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია სანქცირებულია, მიუხედავად ამისა, „აქა დგას და სხვაგვარად არ ძალუძს„ და ეს 200 000-კაციან მიტინგზეც დაადასტურა, რამე ეტყობოდა რომ სანქციები აშინებს?!
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
ლევან დავითაშვილი უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს ჟამშიდ ხოჯაევს შეხვდა
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორია პოლიციამ პროპალესტინური მოძრაობის მიერ გაშლილი კარვების ბანაკისგან გაწმინდა
არქივი