მამუკა მდინარაძე „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებზე: მთავარი გამოწვევა მართლაც არის, პრაქტიკაში როგორ მოხდება აღსრულება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
30 22 აპრილი 2024, 13:10

მთავარი გამოწვევა მართლაც არის, პრაქტიკაში როგორ მოხდება ამის აღსრულება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ქუთაისში მიმდინარე, „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაზე დარბაზიდან დასმული კითხვის - როგორ მოხდება კანონების პრაქტიკაში აღსრულება, პასუხად განაცხადა.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, გამოწვევა იქნება არა მხოლოდ პირველი პუნქტის აღსრულება, სადაც საუბარია „ქორწინებასთან მიმსგავსებულ ურთიერთობაზე“, არამედ მთლიანად კანონებისა.

„მთავარი გამოწვევა იქნება, პრაქტიკაში როგორ აღსრულდება ეს, იმიტომ, რომ ბევრი ტურბულენტობა იქნება. კი ჩამოვწერთ ახლა, დიდი ნაწილი დაგეთანხმება, მაგრამ მთავარი გამოწვევა მართლაც არის, პრაქტიკაში როგორ მოხდება ამის აღსრულება არა მხოლოდ პირველი პუნქტის, არამედ ზოგადად როგორ მოხდება ამ კანონის, ასევე კონსტიტუციის და კანონებში რომ ჩავშლით, ამ ყველაფრის აღსრულება. თუმცა, საკონსტიტუციო კანონს დეტალურად გავწერთ, მეტი კონკრეტიკა იქნება და შემდეგ სახელმწიფო უწყებებზე, დაწესებულებებზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწორად და პრაგმატულად გაატარებენ ამ კანონების აღსრულებას. პარლამენტის გამოწვევა იქნება ის, რომ ძალიან კონკრეტული კანონები დავწეროთ, რომ იქ ინტერპრეტაციის საშუალება არ იყოს და ჩვენ ამას გავაკეთებთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
შსს - გარკვეული პოლიტიკური ძალები, აქციის ორგანიზატორები გეგმავდნენ, ჩაეცვათ პოლიციის ფორმა, გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციას შეუერთდა, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. არ გამოტოვოთ ეს ისტორიული შანსი
სოზარ სუბარი: ლიბერალების მანტია გადაცმული ფაშისტები ლაშა ტალახაძეს საოცრებებს უწერენ და ამის შემდეგ კიდევ აძლევენ თავს უფლებას, რომ ქართველი ერქვათ
გიორგი გახარია: საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭეა
არქივი