სუს-ი - საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 22 აპრილი 2024, 13:17

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე.

მათივე ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.

„ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
ლევან დავითაშვილი უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს ჟამშიდ ხოჯაევს შეხვდა
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორია პოლიციამ პროპალესტინური მოძრაობის მიერ გაშლილი კარვების ბანაკისგან გაწმინდა
ზურა გირჩი ჯაფარიძე: ყოველდღიური აქციები არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ მათ ვერ შეძლონ პოლიციელების დასვენება. პოლიციელები უნდა იდგნენ, იმორიგეონ, ღამეები ათენონ, როგორც ჩვენ ვათენებთ, უნდა გაძვრეთ სიქა
ირაკლი ქადაგიშვილი: არ შეიძლება პოლიტიკისთვის, რევოლუციური პროცესებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსები იხარჯებოდეს. ამიტომ, ამის გამოაშკარავება რადიკალური ოპოზიციისა და „ენჯეოების“ ინტერესში არ შედის
არქივი