სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
დავით კაჭარავა: დაგვიმახსოვრეთ! თითოეული ჩვენგანი! სახეზე! 83 დეპუტატი! ეს ის ხალხია, ვინც საქართველოს ნამდვილ დამოუკიდებლობას - მშვიდობას, სუვერენიტეტს, ისტორიას, ფასეულობებს, რელიგიას, ადამიანის უფლებებს, ტერიტორიულ მთლიანობასა და უბრალოდ, სამშობლოს გარე მართვისგან გათავისუფლებას მისცა ხმა!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
70 22 აპრილი 2024, 22:59
ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი დავით კაჭარავა რადიკალური ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების ნაწილისგან პროვოკაციულ ფეისბუქ პოსტებს, რომლებშიც ის 83 დეპუტატია მონიშნული, რომელთაც გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს, სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

როგორც დავით კაჭარავა წერს, საქართველოს მოსახლეობამ ეს 83 დეპუტატი ნამდვილად უნდა დაიმახსოვროს, რადგან მათ საქართველოს რეალურ დამოუკიდებლობას დაუჭირეს მხარი. 

„თხოვნაა ყველამ გააზიაროთ! 

მტერმა თუ მოყვარემ !

რამდენჯერმე მომნიშნეს ფეისბუქ პოსტზე, სადაც ჩემი და ჩემი კოლეგების ფოტოებია და წერენ, დაიმახსოვრეთ ეს 83 მოღალატეო და ა.შ.

მინდა გითხრათ: ამ კანონის განხილვა სხვა განზომილებაში გადავიდა. აქ არ დგას საკითხი რუსეთსა და დასავლეთს შორის. აქ საკითხი ჩვენს დამოუკიდებლობას ეხება! აქ წყდება  საქართველოს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ეყოლება თუ - კაბინეტში დამტკიცებული! რაც, ავტომატურად, პასუხისმგებლობის ხარისხს განსაზღვრავს! 

დაგვიმახსოვრეთ! თითოეული ჩვენგანი! სახეზე! 83 დეპუტატი! ეს ის ხალხია, ვინც საქართველოს ნამდვილ დამოუკიდებლობას - მშვიდობას, სუვერენიტეტს, ისტორიას, ფასეულობებს, რელიგიას, ადამიანის უფლებებს, ტერიტორიულ მთლიანობასა და უბრალოდ, სამშობლოს გარე მართვისგან გათავისუფლებას მისცა ხმა! 

რაც უფრო მეტია დამოუკიდებლობა, მით უფრო მეტია პასუხისმგებლობა!“ - წერს დავით კაჭარავა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა
გურამ მაჭარაშვილი: აქაურ რადიკალებს ეგონათ, რომ გამჭვირვალობის კანონს გაგვაწვევინებდნენ, მაგრამ დაინახეს რომ ასე არ მოხდა, ამიტომ მოუწიათ იმ ძალების მობილიზება და გამოყენება გაზაფხულზე, რასაც ოქტომბერში, არჩევნებისთვის გეგმავდნენ
ირაკლი გოგოხია: ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, გახარიას პარტიის წევრმა გიგა ფარულავამ მორიგი პოლიტიკური დემაგოგიის ტირაჟირება სცადა
„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ სოფო ჯაფარიძე აირჩიეს
პარიზში, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია მიმდინარეიბს
არქივი