გავრცელებული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, აბსოლუტური ტყუილია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
83 23 აპრილი 2024, 01:28

"ნეტგაზეთის" და „ბათუმელების“ მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, აბსოლუტური ტყუილია, “ - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილო "ნეტგაზეთის" და „ბათუმელების“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია.

მისი თქმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის არარსებობის პირობებში, უცნობია, ვინ აფინანსებს „ნეტგაზეთს“ და „ბათუმელებს“, თუმცა გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ასეთ "დეზინფორმაციულ მედიას" „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“ (NED) და „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ (EED) აფინანსებს.

"ნეტგაზეთის" და „ბათუმელების“ მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, აბსოლუტური ტყუილია.

სამწუხაროა, მაგრამ ეს ჩვენი - როგორც დონორები ეძახიან - "კრიტიკული მედიის" რეალობაა. მისი მიზანი კი, რადიკალური ჯგუფებისთვის კოორდინირებული შეტევის საბაბის მიცემაა.

"გამჭვირვალობის კანონის" არარსებობის პირობებში, უცნობია, ვინ აფინანსებს „ნეტგაზეთს“ და „ბათუმელებს“. თუმცა, გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ასეთ დეზინფორმაციულ მედიას „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“ (NED) და „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ (EED) აფინანსებს.

რა თქმა უნდა, ამ დეზინფორმაციის შესახებ დაველაპარაკები იმ საელჩოებს, რომლებიც ამ მედიის დაფინანსების უკან დგანან. იმედია, ისინი მაინც შეწუხდებიან, თორემ, ცილისწამებაზე, ამ ქვეყანაში, ხომ ვერ ნახავ კაცი სამართალს,” - წერს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს და მის თანამესაკუთრე ზურაბ პაპუაშვილს სიღნაღში, მდინარე ალაზნის სანაპიროზე, სახელმწიფომ 1 ლარად გადასცა 20 ჰექტარი ტყე. გარდა ამისა, პაპუაშვილს სახელმწიფომ სიღნაღში, სოფელ ვაქირში, 1 ლარად 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთიც გადასცა.

"ნეტგაზეთი" უთითებს, რომ აღნიშნული 2020 წლის საჯარო რეესტრის ინფორმაციაა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის საელჩო - ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე, მათ შორის: მომიტინგეებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებზე, პასუხი უნდა აგონ
ალეკო ელისაშვილი - მხნედ ვარ და გამარჯვებით ანთებული, არ მოვიტყუები, მძიმე დღეები გავიარე, თუმცა თამაშია ციხეში ყოფნა იმასთან შედარებით, რაც გარეთ ხდება
გიგლა ბარამიძე სალომე ზურაბიშვილს – ტყუილი, ლიქნი და ფარისევლობა ცოდვაა, სავარძელს ჩაფრენა და ქვეყნის ამოგდებისთვის აღმა-დაღმა ფრენა დიდზე დიდი ცოდვაა!
WJP-ს კანონის უზენაესობის ინდექსის თანახმად, საქართველო გლობალურ რეიტინგში უკრაინასა და მოლდოვას უსწრებს, ხოლო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზეა
ლევან იოსელიანი: ჟურნალისტი აკეთებს თავის საქმეს, აშუქებს ისე, როგორც თვითონ თვლის საჭიროდ. ამის გამო ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება, დაბულინგება გაუმართლებელია
არქივი