თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
30 23 აპრილი 2024, 10:42

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის დირექტორ ნინო სალუქვაძესთან ერთად დიღომში, ოლიმპიური აუზის სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე, ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოები სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ ეროვნული მუზეუმის დაკვეთით 2023 წლის დეკემბერში დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს. მუზეუმის დასრულება 2024 წლის სექტემბრისთვის არის დაგეგმილი.

სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით 2022 წელს სპორტის მუზეუმს, რომელსაც საკუთარი შენობა არასოდეს ჰქონია, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი შპს „სპორტმშენსერვისისგან“ დიღომში, ოლიმპიური აუზის ტერიტორიაზე, უსასყიდლოდ გადაეცა 909 მ2 ფართობი, სადაც 2023 წელს ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობა დაიწყო. იგი მოიცავს საექსპოზიციო დარბაზს, საცავსა და სამუშაო სივრცეს მუზეუმის თანამშრომლებისთვის.

სპორტის მუზეუმი 2018 წელს შეუერთდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, რის შემდეგაც მისი ექსპონატები ყუთებშია მოთავსებული და დამთვალიერებელს ნახვის საშუალება არ აქვს. მანამდე სპორტის მუზეუმი სპორტის სამინისტროს ყოფილი შენობის შესასვლელში დაახლოებით 50 კვ.მ ფართობს იკავებდა. მნიშვნელოვანია, რომ სპორტის მუზეუმის თანამშრომლების დამსახურებით ექსპონატებს მზრუნველობა არ მოჰკლებია და სპორტის მუზეუმის მოწყობის შემდეგ ქართული სპორტის ბრწყინვალე გამარჯვებების ამსახველი ჯილდოებისა თუ სხვა ექსპონატების დათვალიერება სპორტის გულშემატკივრებსა და თავად სპორტსმენებსაც შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 17 სექტემბერს თეა წულუკიანი ეროვნულ მუზეუმს ეწვია და მის ერთ-ერთ დარბაზში განთავსებული სპორტის მუზეუმის მდგომარეობას გაეცნო. მინისტრმა მაშინვე განაცხადა, რომ სამინისტროს მიზანი იყო სპორტის მუზეუმის აღდგენა, რისთვისაც უმთავრესი იქნებოდა მისთვის შენობის გამოყოფა. ამ დროიდან სამინისტრო აქტიურად მუშაობდა სპორტის მუზეუმისთვის სათანადო გარემოს მოსაძიებლად და დღეს მუზეუმს უკვე აქვს სათანადო სივრცე სპორტულ კომპლექსში, რომელშიც ასეულ ათასობით დედაქალაქის მცხოვრები იყრის თავს.

2021 წლის 29 სექტემბერს სპორტის მუზეუმის დირექტორად ტყვიის სროლაში ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი და არაერთი ტიტულისა და რეკორდის მფლობელი ნინო სალუქვაძე დაინიშნა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: არც ერთმა საელჩომ და დონორმა არ დაგმო ძალადობის შემთხვევები. ბევრმა მათგანმა ძალადობრივ თავდასხმებს "მშვიდობიანი"’ უწოდა - სამწუხაროდ, ძალადობის წაყრუება მომავალში მეტ ძალადობას ახალისებს
რატი იონათამიშვილი: ერთ-ერთი ცუდი, რაც გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დანიშნულება დაუკარგა არასამთავრობო სექტორს - ისინი წარმოადგენენ პოლიტიკურ უმცირესობას და ძირს უთხრიან სამოქალაქო სექტორის მნიშვნელობას ჩვენს ქვეყანაში
აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მიემართებიან პოლიციელებთან სასაუბროდ
ვაჟა სირაძე - პოლიციელების შეურაცხყოფისთვის სასტუმრო „პარაგრაფთან“ ერთი პირი დავაკავეთ
სალომე ზურაბიშვილმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო
არქივი