შალვა პაპუაშვილი - ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის პროექტისადმი ვხედავთ დიდ მხარდაჭერას, იმედი მაქვს, ყველა პარლამენტარი მოიქცევა მოსახლეობის დაკვეთის შესაბამისად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
5 23 აპრილი 2024, 11:30

მნიშვნელოვანია, ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებული კონსტიტუციური ცვლილებები დეტალურად იქნეს განხილული მოსახლეობასთან და საკითხთან დაკავშირებით მათი მოსაზრებებიც გავიგოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა ამბროლაურში, სადაც  „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა უნდა გაიმართოს.

პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ პარლამენტი ხალხის დაკვეთის შესაბამისად მოიქცევა.

„საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია აგრძელებს შეხვედრას მოსახლეობასთან. ჩვენ დღეს გვექნება შეხვედრა ამბროლაურში და გავაგრძელებთ შეხვედრებს სხვა ქალაქებში. მნიშვნელოვანია, რომ ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებული კონსტიტუციური ცვლილებები დეტალურად იქნეს განხილული მოსახლეობასთან, რათა ამ საკითხთან დაკავშირებით მათი მოსაზრებებიც გავიგოთ, მივიტანოთ პარლამენტამდე და პარლამენტმა ამის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება.

ჩვენ რასაც ვხედავთ, ცვლილების ინიცირების შემდეგ არის დიდი მხარდაჭერა ჩვენი საზოგადოების მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს არის გზავნილი მთლიანად პარლამენტისთვის, მნიშვნელობა არა აქვს, უმრავლესობა იქნება ეს თუ ოპოზიცია. იმედი მაქვს, პარლამენტის ყველა წევრი მოიქცევა იმ დაკვეთის და ხმის შესაბამისად, რომელიც მოდის ჩვენი მოსახლეობიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა განმარტა, ხალხს ესაუბრებიან იმ საკითხებზე, რასაც კანონპროექტი მოიცავს.

„ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც ეხება კანონპროექტს. კანონპროექტით გათვალისწინებული არის ისეთი საკითხები, რომლებიც ეხება ქორწინების საკითხებს, შვილად აყვანის საკითხს, ასევე სასწავლო პროგრამებთან დაკავშირებულ საკითხს. ეს არის ის ფარგლები, რომელშიც კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებებს. სხვათა შორის, მინდა, გითხრათ, რომ მსგავსი კანონმდებლობა სხვადასხვა ქვეყანაში მიიღება. მარტო შარშან აშშ-ში 72 კანონი იქნა მიღებული სხვადასხვა შტატში, რომლებიც ეხებოდა განსაკუთრებით საგანმანათლებლო პროცესში ლგბტ პროპაგანდისგან დაცვას. ასე რომ, ამ მხრივ ეს გამოცდილება არის არა მხოლოდ საქართველოში კანონში მოქმედების მხრივ, არამედ სხვა ქვეყნებშიც“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა. კონსტიტუციური კანონის პროექტით, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“. ამასთან, კონსტიტუციური კანონის პროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევის განხორციელებასთან, ოფიციალურ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებასთან, შეკრებასა და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ორი დღეა, ნანუკა ჟორჟოლიანი აქვეყნებს ხარჯთაღრიცხვას, რომ კოლოსალური თანხები შეაგროვა ხალხმა, პროტესტის დასაფინანსებლად. სინამდვილეში კი კეზერაშვილმა მოხსნა გუდას თავი და აგზავნის "მაყუთს"!
გიორგი იაკობაშვილი: სანქციები იქნება, რა მერე? ივანიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია სანქცირებულია, მიუხედავად ამისა, „აქა დგას და სხვაგვარად არ ძალუძს„ და ეს 200 000-კაციან მიტინგზეც დაადასტურა, რამე ეტყობოდა რომ სანქციები აშინებს?!
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
ლევან დავითაშვილი უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს ჟამშიდ ხოჯაევს შეხვდა
არქივი