პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო ევროკავშირში მსოფლიო ომისთვის მზადყოფნა არსებობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
27 23 აპრილი 2024, 11:31
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უკრაინაში შექმნილი სიტუაციის გამო ევროკავშირში მსოფლიო ომისთვის მზადყოფნა არსებობს. ამის შესახებ უნგრეთის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა უნგრულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

სიიარტოს თქმით, ევროკავშირის სტრატეგია წარუმატებელი აღმოჩნდა, ხოლო უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებამ არ გააუმჯობესა უკრაინის პოზიციები ბრძოლის ველზე და ვერ მიაახლოვა მსოფლიო მშვიდობასთან.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ომში შემდგომი მსხვერპლისა და ნგრევის თავიდან აცილების მიზნით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ნაცვლად, აუცილებელია მშვიდობიანი, დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურება.

ამასთან, სიიარტოს თქმით, სამშვიდობო კონფერენციები წარმატებული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ მას ომის მონაწილე ყველა მხარე დაესწრება.

უნგრელმა დიპლომატმა ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის განზრახვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტთან დაკავშირებით, რადგანაც, მისი მტკიცებით, წინა 13 სასანქციო პაკეტი წარუმატებელი იყო. მისივე თქმით, ევროპის მიერ მიღებულმა შეზღუდვებმა უფრო მეტი ზიანი მიაყენა ევროპას, ვიდრე რუსეთს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ორი დღეა, ნანუკა ჟორჟოლიანი აქვეყნებს ხარჯთაღრიცხვას, რომ კოლოსალური თანხები შეაგროვა ხალხმა, პროტესტის დასაფინანსებლად. სინამდვილეში კი კეზერაშვილმა მოხსნა გუდას თავი და აგზავნის "მაყუთს"!
გიორგი იაკობაშვილი: სანქციები იქნება, რა მერე? ივანიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია სანქცირებულია, მიუხედავად ამისა, „აქა დგას და სხვაგვარად არ ძალუძს„ და ეს 200 000-კაციან მიტინგზეც დაადასტურა, რამე ეტყობოდა რომ სანქციები აშინებს?!
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
ლევან დავითაშვილი უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს ჟამშიდ ხოჯაევს შეხვდა
არქივი