გურამ მაჭარაშვილი - ადამიანის უფლებები როდესაც არათუ ირღვეოდა, არამედ სიცოცხლე ისპობოდა და ამის მტკიცებულებები აშშ-ში ჰქონდათ, ხმას არ იღებდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
28 23 აპრილი 2024, 11:33
ადამიანის უფლებები როდესაც არათუ მართლა ირღვეოდა, არამედ ადამიანების სიცოცხლე ისპობოდა და ამის მტკიცებულებები ჰქონდათ, ხმას არ იღებდნენ და ახლა არავინ დაუჯერებთ მონაგონს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა, რომელზეც საქართველოზეც არის საუბარი.

მისი თქმით, აღარავინ დაიჯერებს, თუ მიხეილ სააკაშვილს ან „გირჩ“ ჯაფარიძეს რაიმე დაესიზმრებათ და განცხადებას აშშ-დან მტკიცებულების გარეშე გააკეთებენ.

„უცხოელი იქნება თუ ქართველი, ქართველი ხალხის შეურაცხყოფასა და ტყუილების თქმას ყველამ თავი უნდა დაანებოს. ჯერ მტკიცებულება დადონ და შემდეგ ისაუბრონ იმაზე, რა არის დარღვევა და რა არა. მით უმეტეს, მაშინ, როცა მტკიცებულებები ჰქონდათ და არათუ ადამიანის უფლებები მართლა ირღვეოდა, არამედ ადამიანების სიცოცხლე ისპობოდა, ხმას არ იღებდნენ და ახლა არავინ დაუჯერებთ მონაგონს. აღარავინ დაიჯერებს იმას, თუ აქ სააკაშვილს ან „გირჩ“ ჯაფარიძეს რაიმე დაესიზმრებათ და განცხადებას ამერიკიდან მტკიცებულების გარეშე გააკეთებენ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პუტინი, შესაძლოა, შოიგუს უფლებამოსილების შემცირებას და, ფრონტზე წარუმატებლობისთვის, მის დასჯას ცდილობს - ISW
სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს მიმართა - მნიშვნელოვანია ჩვენება, რომ თქვენთვის საქართველო არ არის დაკარგული, ჩემი თხოვნაა, მაისის ბოლომდე ქვეყანაში გაიმართოს მაღალი დონის ვიზიტები
მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
მიხეილ სარჯველაძე: არ მგონია, ისე იყოს მდგომარეობა, რომ ჩვენს ქვეყანაში დიდი აჟიოტაჟის ატეხის საბაბი არსებობდეს. ბევრი შეფასება, რომელსაც ვისმენთ, რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებულია
ნათია თურნავა „ჯეიპი მორგანის“ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
არქივი