შალვა პაპუაშვილი - პრობლემაა, როდესაც ევროკავშირის ფული დესტაბილიზაციის მოსაწყობად დეზინფორმაციაზე იხარჯება, ელჩებს, მათ წარმომადგენლებს ვეუბნებით, რომ ევროპაში ასე არ იქცევიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 23 აპრილი 2024, 12:22

პრობლემაა, როდესაც ევროკავშირის ფული დესტაბილიზაციის მოსაწყობად დეზინფორმაციაზე იხარჯება, ელჩებს, მათ წარმომადგენლებს ვეუბნებით, რომ ევროპაში ასე არ იქცევიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, რადგან ხალხმა იცოდეს, ვინ არის დამკვეთი, დამფინანსებელი, ვისი ფული იხარჯება ამ დეზინფორმაციაზე.

„ელჩებს და მათ წარმომადგენლებს როდესაც ვხვდებით და საუბარი აქვთ დეზინფორმაციაზე, ვეუბნები, რომ კი მაგრამ, თქვენ ღიად აფინანსებთ დეზინფორმაციულ კამპანიებს ქვეყნის წინააღმდეგ. გვახსოვს, სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით „დროა“, რომელიც ევროკავშირიდან ფინანსებოდა EED-ის მეშვეობით, პირდაპირ ამ კამპანიაზე იყო აწყობილი. ევროკავშირის ფული როდესაც იხარჯება არა უბრალოდ დეზინფორმაციაზე, არამედ ისეთ დეზინფორმაციაზე, რომლის მიზანი არის დესტაბილიზაცია, არევა ქვეყნის შიგნით, რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა. მე ერთი წელი სწორედ ამაზე ვესაუბრებოდი ყველას, ელჩებსაც და წარმომადგენლებსაც, რომ არ შეიძლება, ასე არ იქცევიან ევროპაში.

საქართველოში ასე არ იქცევიან და არ ვიცი, მათ რა წარმოდგენა აქვთ ასეთ ქცევებზე, როდესაც პირდაპირ დეზინფორმაციაა. ამაზე პასუხი, რა თქმა უნდა, არ არის, რადგან ვინ შეძლებს, თქვას, რომ კარგი არის დეზინფორმაციის დაფინანსება. ამაზე პასუხი არ აქვთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ქცევითაც დიდ ცვლილებას ვერ ვხედავთ. ამიტომაც, მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, რადგან ვიცოდეთ, ამ შემთხვევაში ვინ არის დამკვეთი, დამფინანსებელი, ვისი ფული იხარჯება ამ დეზინფორმაციაზე, რომ ხალხმა იცოდეს, ვისთან და რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
შსს - გარკვეული პოლიტიკური ძალები, აქციის ორგანიზატორები გეგმავდნენ, ჩაეცვათ პოლიციის ფორმა, გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციას შეუერთდა, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. არ გამოტოვოთ ეს ისტორიული შანსი
სოზარ სუბარი: ლიბერალების მანტია გადაცმული ფაშისტები ლაშა ტალახაძეს საოცრებებს უწერენ და ამის შემდეგ კიდევ აძლევენ თავს უფლებას, რომ ქართველი ერქვათ
გიორგი გახარია: საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭეა
არქივი