გურამ მაჭარაშვილი: საოცარია, მაგრამ ამ 33 წლის თავზე მაინც მოგვიწია კიდევ ერთხელ სახალხო შეკრება იმასთან დაკავშირებით - გვინდა თუ არა სუვერენიტეტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
30 23 აპრილი 2024, 13:01
„საოცარია, მაგრამ ამ 33 წლის თავზე მაინც მოგვიწია კიდევ ერთხელ საერთო, დიდი, სახალხო შეკრება იმასთან დაკავშირებით - გვინდა თუ არა სუვერენიტეტი“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 29 აპრილს ქართველი ერი კიდევ ერთხელ აირჩევს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს.

„29 აპრილს გამოვა მთლიანად ქართველი ერი და მსოფლიო თანამეგობრობის, ევროპელების, კუბილიუსის, კონგრესმენების, მსოფლიო საზოგადოების წინაშე დააფიქსირებს თავის არჩევანს, რომ სურს ევროპა და ევროკავშირი, ოღონდ - ღირსებით“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„ქართული ოცნება“ მხარდამჭერების თხოვნით 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრებას ჩაატარებს. „ერთად ვუთხრათ არა - შავ ფულს და ერთად ვუთხრათ კი - გამჭვირვალობას, ჭეშმარიტ ევროპულ გზას, დამოუკიდებელ და სუვერენულ საქართველოს!“ - ვკითხულობთ მმართველი გუნდის ერთობლივ განცხადებაში. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საკითხის ირგვლივ ოპოზიციის მიერ გამოხატული აჟიოტაჟი მორიგი დასტურია იმისა, რომ მათთვის ქართულ ეროვნულ ღირებულებებზე მდგარი საზოგადოება შიშისმომგვრელია.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მიემართებიან პოლიციელებთან სასაუბროდ
ვაჟა სირაძე - პოლიციელების შეურაცხყოფისთვის სასტუმრო „პარაგრაფთან“ ერთი პირი დავაკავეთ
სალომე ზურაბიშვილმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო
„ქართული ოცნება“ - აქცენტი მთლიანად გადავიდა აქციებზე, ყველას დაავიწყდა ძირითადი თემა, რომელიც ეხება „გამჭვირვალობის კანონის“ ავკარგიანობას, ვაქვეყნებთ ტექსტს, ყველას მოვუწოდებთ წაკითხვისკენ
მეუფე შიო: მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო
არქივი