მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ შეკრებაზე: აბაშიძის, შევარდნაძის, სააკაშვილის ხელისუფლებების რეიტინგები იყო პლინტუსს ქვემოთ, ფსკერზე, ხოლო ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი - ეს განსხვავება არის არსებითი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 23 აპრილი 2024, 13:17

ადარებდნენ ამ დღეებში [„ქართული ოცნების“ დაანონსებულ შეკრებას] ასლან აბაშიძის მიერ გამოყვანილ ხალხს, შევარდნაძის მიერ გამოყვანილ ხალხს, სააკაშვილის მიერ გამოყვანილ ხალხს, ოღონდ განსხვავება იცით, რაშია? ყველა შემთხვევაში მათი რეიტინგები იყო პლინტუსს ქვემოთ, ფსკერზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხად


„შევარდნაძის ხელისუფლებამ თბილისში თვითმმართველობის არჩევნებში 2% მიიღო, თუ არ ვცდები. აქცია რომ ჩაატარეს, იმის წინა არჩევნებში მიიღეს 2%. სააკაშვილს რომ არ გაეყალბებინა, იმ პროცენტსაც ვერ მიიღებდა. ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი და რამდენად სულელური და არარელევანტური შედარებაა, ხვდებით? ამიტომ გაითავისეთ, რომ ასლან აბაშიძის, შევარდნაძის, სააკაშვილის ხელისუფლებები იყვნენ ძალიან დიდ ფრუსტრაციაში, ხოლო ჩვენ ხელისუფლებაში ყოფნის მე-12 წელს ვართ ყველაზე მაღალი რეიტინგის პირობებში. ეს განსხვავება არის არსებითი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.


„ქართული ოცნება“ მხარდამჭერების თხოვნით 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრებას ჩაატარებს. „ერთად ვუთხრათ არა - შავ ფულს და ერთად ვუთხრათ კი - გამჭვირვალობას, ჭეშმარიტ ევროპულ გზას, დამოუკიდებელ და სუვერენულ საქართველოს!“ - ვკითხულობთ მმართველი გუნდის ერთობლივ განცხადებაში. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საკითხის ირგვლივ ოპოზიციის მიერ გამოხატული აჟიოტაჟი მორიგი დასტურია იმისა, რომ მათთვის ქართულ ეროვნულ ღირებულებებზე მდგარი საზოგადოება შიშისმომგვრელია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გურამ მაჭარაშვილი: რადიკალური ოპოზიცია მათი პატრონების კოორდინირებით ამ რევოლუციური პროცესებისთვის ემზადებოდა - მათი ნაწილი უკვე პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლება უნდა წავიდეს და თავად გადაიბარონ მმართველობა
შალვა პაპუაშვილი: არც ერთმა საელჩომ და დონორმა არ დაგმო ძალადობის შემთხვევები. ბევრმა მათგანმა ძალადობრივ თავდასხმებს "მშვიდობიანი"’ უწოდა - სამწუხაროდ, ძალადობის წაყრუება მომავალში მეტ ძალადობას ახალისებს
რატი იონათამიშვილი: ერთ-ერთი ცუდი, რაც გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დანიშნულება დაუკარგა არასამთავრობო სექტორს - ისინი წარმოადგენენ პოლიტიკურ უმცირესობას და ძირს უთხრიან სამოქალაქო სექტორის მნიშვნელობას ჩვენს ქვეყანაში
აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მიემართებიან პოლიციელებთან სასაუბროდ
ვაჟა სირაძე - პოლიციელების შეურაცხყოფისთვის სასტუმრო „პარაგრაფთან“ ერთი პირი დავაკავეთ
არქივი