მამუკა მდინარაძე: სინამდვილეში რუსული საქმის კეთება მიდის ანტირუსული ისტერიის ფონზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 23 აპრილი 2024, 13:40

სინამდვილეში რუსული საქმის კეთება მიდის ანტირუსული ისტერიის ფონზე, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ნათქვამს, რომ „გამჭვირვალობის კანონს“ საქართველო რუსეთისკენ მიჰყავს.

მდინარაძის თქმით, რატომ მიჰყავს საქართველო რუსეთისკენ „გამჭვირვალობის კანონს“ და რატომ აფერხებს გამჭვირვალობა ქვეყნის ევროინტეგრაციას, ამ კითხვაზე პასუხი მმართველმა გუნდმა რამდენიმე კვირაა ვერ მიიღო.

„რატომ აფერხებს გამჭვირვალობა ევროინტეგრაციას? თუ მეტი არაფერია ინტერესი და არის მხოლოდ რეესტრში მოხვედრა და ამ რეესტრში მოხვედრა ორგანიზაციების დეკლარაციების შევსება და გამჭვირვალობაა, რატომ აფერხებს?! ამ კითხვაზე ამდენი კვირაა ვიხვეწებით და პასუხი ვერ მივიღეთ. სულ სპეკულაციური პასუხებია. ევროპარლამენტარები ამაზე პასუხს მითუმეტეს ვერ გაგვცემენ. ევროდირექტივის სახით უფრო მკაცრი რეგულაციაა. რატომ მივყავართ რუსეთისკენ ამ კანონს. რუსების ნუ გჯერათ, რუსეთის ნუ გჯერათ, ისინიც აკეთებენ იმას, რომ აქ სიტუაცია აირიოს. სინამდვილეში რუსული საქმის კეთება მიდის ანტირუსული ისტერიის ფონზე, რადგან თეორიულად რომ დავუშვათ, აქ თუ რაღაც აირია რუსეთზე მეტად ამით ვერავინ ისარგებლებს“, - აღნიშნა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გურამ მაჭარაშვილი: რადიკალური ოპოზიცია მათი პატრონების კოორდინირებით ამ რევოლუციური პროცესებისთვის ემზადებოდა - მათი ნაწილი უკვე პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლება უნდა წავიდეს და თავად გადაიბარონ მმართველობა
შალვა პაპუაშვილი: არც ერთმა საელჩომ და დონორმა არ დაგმო ძალადობის შემთხვევები. ბევრმა მათგანმა ძალადობრივ თავდასხმებს "მშვიდობიანი"’ უწოდა - სამწუხაროდ, ძალადობის წაყრუება მომავალში მეტ ძალადობას ახალისებს
რატი იონათამიშვილი: ერთ-ერთი ცუდი, რაც გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დანიშნულება დაუკარგა არასამთავრობო სექტორს - ისინი წარმოადგენენ პოლიტიკურ უმცირესობას და ძირს უთხრიან სამოქალაქო სექტორის მნიშვნელობას ჩვენს ქვეყანაში
აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მიემართებიან პოლიციელებთან სასაუბროდ
ვაჟა სირაძე - პოლიციელების შეურაცხყოფისთვის სასტუმრო „პარაგრაფთან“ ერთი პირი დავაკავეთ
არქივი