მამუკა მდინარაძე: კეთილი ინებეთ და სოლიდარობა გამოუცხადეთ „იმედის“ და POSTV-ს ჟურნალისტებს. ესე იგი თუ „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიის ჟურნალისტი არ ხარ, არც დიპლომატი უნდა დაგიდგეს გვერდით, არც რომელიმე „ენჯეო“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
30 23 აპრილი 2024, 13:44

ეს არის სრული ლუსტრაცია ფაშისტური დამოკიდებულების, რომ თუ შენი არ არის ჟურნალისტი, იმაზე ბულინგი შეიძლება. თუ შენი არ არის და აგენტი არ არის პოლიტიკოსი, ესე იგი იმაზე ძალადობა - მიპარვით, არაკაცურად, არაქართულად, ლაჩრულად მოსულა და თუ შენია, იქ ძალადობა არის ამაზრზენი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძეს POSTV-ს ჟურნალისტმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ ცოტა ხნის წინ მათი ჟურნალისტი მორიგი ბულინგის მსხვერპლი გახდა და რა კომენტარს გააკეთებდა ამაზე.

„ამას ორმაგი სტანდარტიც აღარ ჰქვია, ამას ჰქვია სამარცხვინო მოქმედება, რომ არავინ არ ეხმიანება ჟურნალისტების ბულინგს. თუ ობიექტურია მედია საქართველოში“, - აღნიშნა მდინარაძემ, რაზეც „ფორმულას“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტებმა განუცხადეს, რომ ისინი გმობენ ძალადობას. „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა დაამატა, რომ ყველანაირ ძალადობას გმობს და მათ შორის თავად მდინარაძეზე განხორციელებულ ძალადობასაც.

„ფორმულა“ გმობს. მივესალმები თქვენს ამ გულწრფელ დამოკიდებულებას. ძალიან დიდი მადლობა, რომ თქვენ ეს მოახერხეთ, გაბედეთ. „მთავარი არხის“ ჟურნალისტიც გმობს. ჩემზე განხორციელებული მოპარვით და არაკაცური ძალადობა, მათ შორის ჟურნალისტებზე ასევე ლაჩრული თავდასხმები არ იქნა დაგმობილი, დაგმობილი კი არა, წახალისებულია, ხალხო. ჩვენი პიარის წარმომადგენელმა მითხრა, რომ სკეტჩები კეთდება ამასთან დაკავშირებით თქვენს ტელევიზიებში - ხუმრობენ, სტატუსებს დებენ. როგორც პოლიტიკოსზე, ასევე ჟურნალისტებზე თავდასხმის რომანტიზებას ახდენენ. კონკრეტულ მტკიცებულებებს დაგიდებთ, რომ ერთ-ერთმა ტელევიზიამ თურმე იუმორისტული სკეტჩი გააკეთა ამაზე. ასეთი მდაბიოობა, არ არსებობს. ახლა დაველოდები თქვენი ტელევიზიები [„ფორმულას“ და „მთავარ არხს“ მიმართავს] თუ გააკეთებენ განცხადებებს და თუ დაგმობენ მაგალითად „იმედის“ ჟურნალისტზე თავდასხმას, POSTV-ს ჟურნალისტებზე თავდასხმის დაგმობას თუ გაბედავენ.

რამდენი დღეა გასული, მარტო თქვენ გაბედეთ პერსონალურადა, ვერცერთმა ტელევიზიამ [გაბედა დაგმობა], რომელიმე დიპლომატმა დაგმო? ხომ არ დაუგმია? გამახსენეთ თუ დაგმო. ესე იგი თუ „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიის ჟურნალისტი არ ხარ, არც დიპლომატი უნდა დაგიდგეს გვერდით, არც რომელიმე „ენჯეო“. რომელიმე „ენჯეომ“ დაგმო? პირიქით, ახალისებენ. ეს არის სრული ლუსტრაცია ფაშისტური დამოკიდებულების, რომ თუ შენი არ არის ჟურნალისტი, იმაზე ბულინგი შეიძლება. თუ შენი არ არის და აგენტი არ არის პოლიტიკოსი, ესე იგი იმაზე ძალადობა - მიპარვით, არაკაცურად, არაქართულად, ლაჩრულად მოსულა და თუ შენია, იქ ძალადობა არის ამაზრზენი. ამ [„იმედის“ და POSTV-ს] ჟურნალისტებს კეთილი ინებეთ და სოლიდარობა სხვებმაც გამოუცხადეთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
შსს - გარკვეული პოლიტიკური ძალები, აქციის ორგანიზატორები გეგმავდნენ, ჩაეცვათ პოლიციის ფორმა, გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციას შეუერთდა, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. არ გამოტოვოთ ეს ისტორიული შანსი
სოზარ სუბარი: ლიბერალების მანტია გადაცმული ფაშისტები ლაშა ტალახაძეს საოცრებებს უწერენ და ამის შემდეგ კიდევ აძლევენ თავს უფლებას, რომ ქართველი ერქვათ
გიორგი გახარია: საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭეა
არქივი