ირაკლი კობახიძე: როდესაც მმართველ გუნდს აქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი და 10-15%-იანი სუბიექტები საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით, ამ დროს მგონი მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ჩვენი მხარდამჭერების მოსაზრება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 23 აპრილი 2024, 15:31

მარტში გვქონდა ჩვენ 61%-ზე მეტი რეიტინგი და ამ [გამჭვირვალობის შესახებ] კანონის ინიციირების შემდეგ ეს რეიტინგი, დარწმუნებული ვარ გაიზრდებოდა. უახლოეს მომავალში გაიზომება. როდესაც მმართველ გუნდს, ხელისუფლებას აქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი და 10%-იანი და 15%-იანი სუბიექტები საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით, ამ დროს მგონი მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ჩვენი მხარდამჭერების მოსაზრება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება მხარს უჭერს იმ კანონს, რომელიც არის ინიციირებული, ქართული საზოგადოება მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ანუ ინფორმაციის მიღებას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ორგანიზაცია საიდან და რისთვის ფინანსდება.

„ყველა ხედავთ, რომ ძალიან ბევრი საუბრობს ქართველი ხალხის სახელით. ეს არსებითად ის ადამიანები არიან, რომლებიც სწორედ რომ პოლიტიკურად გაკოტრებულები არიან და რომლებსაც არ აქვთ სახალხო მხარდაჭერა. მაგალითად, იცით, რომ რადიკალური ოპოზიცია, რომლის რეიტინგი რადიკალურადაა შემცირებული, საუბრობს დღეს ქართველი ხალხის სახელით. „ენჯეოები“ საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით მაშინ, როდესაც ამ ორგანიზაციებს აქვთ რეკორდულად მცირე ნდობა ქართულ საზოგადოებაში. სალომე ზურაბიშვილი ლაპარაკობს ქართველი ხალხის სახელით, რომელიც პოლიტიკურად დისკრედიტებულია ქართველი ხალხის თვალში. ჩვენ გვაქვს ხალხის სახელით საუბრის მანდატი. ეს მანდატი ჩვენ მოგვენიჭა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, 2020 წელს, როდესაც მივიღეთ 48% საპარლამენტო არჩევნებში. უფრო მეტიც, მას შემდეგ ჩვენი რეიტინგი არის გაზრდილი და დღეს აჭარბებს 60%-ს. მარტში გვქონდა ჩვენ 61%-ზე მეტი რეიტინგი და ამ [გამჭვირვალობის შესახებ] კანონის ინიციირების შემდეგ ეს რეიტინგი, დარწმუნებული ვარ გაიზრდებოდა. უახლოეს მომავალში გაიზომება. როდესაც მმართველ გუნდს, ხელისუფლებას აქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი და 10%-იანი და 15%-იანი სუბიექტები საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით, ამ დროს მგონი მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ჩვენი მხარდამჭერების მოსაზრება, რომლებიც მოგვიწოდებდნენ, გვეჩვენებინა, თუ სად დგას სინამდვილეში ხალხი. ხალხი დგას ხელისუფლების მხარეს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 60%-ზე მეტია ჩვენი რეიტინგი და ქართული საზოგადოება მხარს უჭერს იმ კანონს, რომელიც არის ინიციირებული, ქართული საზოგადოება მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ანუ ინფორმაციის მიღებას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ორგანიზაცია საიდან და რისთვის ფინანსდება. შესაბამისად, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია 29 აპრილს გასამართი ღონისძიება და მოვუწოდებთ ყველას, რომ მონაწილეობა მიიღონ ამ შეკრებაში“, - აღნიშნა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
შსს - გარკვეული პოლიტიკური ძალები, აქციის ორგანიზატორები გეგმავდნენ, ჩაეცვათ პოლიციის ფორმა, გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციას შეუერთდა, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. არ გამოტოვოთ ეს ისტორიული შანსი
სოზარ სუბარი: ლიბერალების მანტია გადაცმული ფაშისტები ლაშა ტალახაძეს საოცრებებს უწერენ და ამის შემდეგ კიდევ აძლევენ თავს უფლებას, რომ ქართველი ერქვათ
გიორგი გახარია: საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭეა
არქივი