ირაკლი კობახიძე: ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი 9-კილომეტრიანი გვირაბი ხელს შეუწყობს სატრანზიტო ფუნქციისა და ამ რეგიონში ტურისტული შესაძლებლობების განვითარებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 23 აპრილი 2024, 15:55

ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი 9-კილომეტრიანი გვირაბი ხელს შეუწყობს სატრანზიტო ფუნქციისა და ამ რეგიონში ტურისტული შესაძლებლობების განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 9-კილომეტრიანი გვირაბი არის ყველაზე გრძელი გვირაბი საქართველოში.

„დღეს ჩვენ ვართ ნამდვილად ისტორიული მომენტის მომსწრე, გაიჭრა ქვეშეთი-კობის გვირაბი, ეს არის 9-კილომეტრიანი გვირაბი, ეს არის ყველაზე გრძელი გვირაბი საქართველოში, რომელსაც აქვს 15 მეტრი დიამეტრი. ეს პროექტი ბევრი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ეს არის ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი, ეს ხელს შეუწყობს სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, ასევე ხელს შეუწყობს ამ რეგიონში ტურისტული შესაძლებლობების განვითარებას. როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტისთვის, ასევე ყაზბეგის მუნიციპალიტეტისთვის, სტეფანწმინდისთვის, ასევე აქ არსებული სოფლების მოსახლეობისთვის, ეს პროექტი მნიშვნელოვანია სოციალური თვალსაზრისით. არის 10 სოფელი, რომელიც უკეთ დაუკავშირდება სხვა რეგიონებს, ქვეყნის დედაქალაქს. სხვადასხვა თვალსაზრისით, ეკონომიკური, სატრანზიტო, სოციალური თვალსაზრისით არის უმნიშვნელოვანესი ეს უნიკალური პროექტი, რომელიც საბოლოოდ დასრულდება მომავალ წელს. ეს იქნება 23-კილომეტრიანი გზის მონაკვეთი, რაც 45 წუთით შეამცირებს დღევანდელი ერთსაათიანი მგზავრობის დროს, ასევე სამი თვის განმავლობაში უამინდობის გამო, აქ იკეტებოდა გზა, რაც აღარ იქნება საჭირო გამომდინარე იქიდან, რომ აბსოლუტურად უსაფრთხო იქნება გზის ეს მონაკვეთი. მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში, განსაკუთრებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და პირადად მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
შსს - გარკვეული პოლიტიკური ძალები, აქციის ორგანიზატორები გეგმავდნენ, ჩაეცვათ პოლიციის ფორმა, გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციას შეუერთდა, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. არ გამოტოვოთ ეს ისტორიული შანსი
სოზარ სუბარი: ლიბერალების მანტია გადაცმული ფაშისტები ლაშა ტალახაძეს საოცრებებს უწერენ და ამის შემდეგ კიდევ აძლევენ თავს უფლებას, რომ ქართველი ერქვათ
გიორგი გახარია: საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭეა
არქივი