ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვჭირდება 70 000-იანი სტადიონი იმისთვის, რომ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ ჩვენს გულშემატკივრებს და შევძლოთ უმაღლესი რანგის მატჩების მასპინძლობა ჩვენს დედაქალაქში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
6 23 აპრილი 2024, 15:57

ჩვენს ქალაქს სჭირდება ახალი სტადიონი. იცით, რომ არის სხვადასხვა ტიპის სირთულეები დინამოს სტადიონზე, მათ შორის, 51 000- ია მაქსიმალური ტევადობა, ჩვენ გვჭირდება 70 000-იანი სტადიონი იმისათვის, რომ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ ჩვენს გულშემატკივრებს და შევძლოთ უმაღლესი რანგის მატჩების მასპინძლობა ჩვენს დედაქალაქში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სპორტი არ ნიშნავს მხოლოდ როგორც ასეთი სპორტულ წარმატებას, ეს ნიშნავს ადამიანების ჯანმრთელობას, უკეთეს სოციალურ განვითარებას და ა.შ.

„სტადიონიც არის ჩვენი სპორტის, ფეხბურთის, რაგბის მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერის გამოხატულება. ჩვენს ქალაქს სჭირდება ახალი სტადიონი. იცით, რომ არის სხვადასხვა ტიპის სირთულეები დინამოს სტადიონზე, მათ შორის, 51 000- ია მაქსიმალური ტევადობა, ჩვენ გვჭირდება 70 000-იანი სტადიონი იმისათვის, რომ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ ჩვენს გულშემატკივრებს და შევძლოთ უმაღლესი რანგის მატჩების მასპინძლობა ჩვენს დედაქალაქში. გვინდა, 2028 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა, რაზეც განაცხადს შევიტანთ, მანამდე ბუნებრივია, აშენდება ახალი სტადიონი. ეს გეგმები მთლიანად დაკავშირებულია ჩვენს მოტივაციასთან, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სპორტის განვითარებას. სპორტი არ ნიშნავს მხოლოდ როგორც ასეთი სპორტულ წარმატებას, ეს ნიშნავს ადამიანების ჯანმრთელობას, უკეთეს სოციალურ განვითარებას და ა.შ. ამიტომ სპორტს მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, წინა ხელისუფლების დროს ანადგურებდნენ ინფრასტრუქტურას და იყო უხეში ჩარევა სპორტში.

„გუშინ მე ვისაუბრე იმაზე, თუ როგორი იყო წინა ხელისუფლების დამოკიდებულება სპორტის მიმართ. ანადგურებდნენ ინფრასტრუქტურას, იყო უხეში ჩარევა სპორტში და ამან მოიტანა ის, რომ ცხრა წლის განმავლობაში არა თუ წინ ვერ წავიდა ქართული სპორტი, პირიქით, 90-იანებთან შედარებითაც წავიდა უკან. ბათუმის სტადიონი დაანგრიეს, „ნორჩი დინამოელის“ ბაზა დაანგრიეს, „თბილისის დინამო“ ისეთ ხალხს ჩაუგდეს ხელში, რომლებმაც მხოლოდ უკან დახია ჩვენი საამაყო კლუბი. ეს იყო წინა ხელისუფლების შედეგები. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ სპორტის განვითარებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ფონდ „ქართუს“, პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმისათვის, რომ ისიც აქტიურად, განსაკუთრებული მოტივაციით უჭერს მხარს ქართულ სპორტს, თქვენ იცით, რომ ფონდ „ქართუს“ ამის გარდა უამრავი ინვესტიცია აქვს ჩადებული ქართულ სპორტში, მათ შორის ათეულობით მილიონია დახარჯული რაგბის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და სხვა მიმართულებებით. კიდევ ერთხელ მადლობა ფონდ „ქართუს“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს,“- აღნიშნა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
შსს - გარკვეული პოლიტიკური ძალები, აქციის ორგანიზატორები გეგმავდნენ, ჩაეცვათ პოლიციის ფორმა, გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციას შეუერთდა, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. არ გამოტოვოთ ეს ისტორიული შანსი
სოზარ სუბარი: ლიბერალების მანტია გადაცმული ფაშისტები ლაშა ტალახაძეს საოცრებებს უწერენ და ამის შემდეგ კიდევ აძლევენ თავს უფლებას, რომ ქართველი ერქვათ
გიორგი გახარია: საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭეა
არქივი