ირაკლი კობახიძე: ყველა ხედავთ, რომ ოპოზიციას დიდი რესურსი არ აქვს, ქართული საზოგადოება მხარს უჭერს ენჯეოების გამჭვირვალობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 23 აპრილი 2024, 16:00

ყველა ხედავთ, რომ ოპოზიციას დიდი რესურსი არ აქვს, ქართული საზოგადოება მხარს უჭერს ენჯეოების გამჭვირვალობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ენჯეოების გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი, რათა საზოგადოება იყოს ინფორმირებული.

„ინფორმირებული საზოგადოება არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი მყარად იყოს დაცული, შესაბამისად, ეს ძალიან კარგად აქვს გააზრებული საზოგადოებას. საზოგადოებას უნდა მეტი ინფორმაცია ენჯეოების დაფინანსებასთან დაკავშირებით, მათ შორის იმისთვის, რომ მოხდეს ისეთი მოვლენების პრევენცია, რასაც ჰქონდა ადგილი 2020-2021-2022 წლებში. ამ კანონის მიღებას არ აქვს არავითარი ალტერნატივა, მით უმეტეს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, ვერავინ, ვერავითარი არგუმენტი ვერ წარმოგვიდგინა ამ კანონის წინააღმდეგ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
შსს - გარკვეული პოლიტიკური ძალები, აქციის ორგანიზატორები გეგმავდნენ, ჩაეცვათ პოლიციის ფორმა, გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციას შეუერთდა, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. არ გამოტოვოთ ეს ისტორიული შანსი
სოზარ სუბარი: ლიბერალების მანტია გადაცმული ფაშისტები ლაშა ტალახაძეს საოცრებებს უწერენ და ამის შემდეგ კიდევ აძლევენ თავს უფლებას, რომ ქართველი ერქვათ
გიორგი გახარია: საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭეა
არქივი