ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია, რომ სიცრუეს ჰქონდეს ნაკლები გასაქანი ქართულ საზოგადოებაში, გამჭვირვალობის კანონი, პირველ რიგში ემსახურება სწორედ სიცრუისა და ტყუილის პრევენციას ჩვენს ქვეყანაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
28 23 აპრილი 2024, 16:41

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიცრუეს ჰქონდეს ნაკლები გასაქანი ქართულ საზოგადოებაში, გამჭვირვალობის კანონი, პირველ რიგში ემსახურება სწორედ სიცრუის და ტყუილის პრევენციას ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან დაკავშირებით ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე - მოგვიანებით ამავე მედიასაშუალებამ აღიარა, რომ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა.

„ძალიან კარგია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არასდროს ტოვებს ხოლმე რეაგირების გარეშე ასეთ ტყუილებს და ასეთ შემთხვევაშია კარგია, ის მაინც გაბედა ამ კონკრეტულმა მედიასაშუალებამ და აღიარა ტყუილი, რომელიც გაავრცელა, თუმცა ეს არის ძალიან იშვიათი მოვლენა. ზოგადადა ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სიცრუეს ჰქონდეს ნაკლები გასაქანი ქართულ საზოგადოებაში, ქართულ მედიაში და კიდევ ერთხელ გავიმეორე, ეს კანონი, გამჭვირვალობის კანონი, პირველ რიგში ემსახურება სწორედ სიცრუის და ტყუილის პრევენციას ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
შსს - გარკვეული პოლიტიკური ძალები, აქციის ორგანიზატორები გეგმავდნენ, ჩაეცვათ პოლიციის ფორმა, გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციას შეუერთდა, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. არ გამოტოვოთ ეს ისტორიული შანსი
სოზარ სუბარი: ლიბერალების მანტია გადაცმული ფაშისტები ლაშა ტალახაძეს საოცრებებს უწერენ და ამის შემდეგ კიდევ აძლევენ თავს უფლებას, რომ ქართველი ერქვათ
გიორგი გახარია: საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭეა
არქივი