გია ვოლსკი - არასამთავრობოებმა უნდა გამოავლინონ შემოსავლები ან მოითხოვონ საქართველოსთვის სანქციების დაწესება, მათ აარჩიეს მეორე გამოსავალი, რასაც მხარს უჭერენ კონკრეტული ევროდეპუტატები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
28 23 აპრილი 2024, 17:27

არასამთავრობოებმა ან უნდა გამოავლინონ თავიანთი შემოსავლები და დაფინანსებული პროგრამები, ან უნდა მოითხოვონ საქართველოს დასჯა და სანქციების დაწესება, მათ აარჩიეს მეორე გამოსავალი, რასაც მხარს უჭერენ კონკრეტული ევროდეპუტატები, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, სამწუხაროა, რომ ღალატის და უსამშობლო ადამიანების გარემოცვაში ხშირ შემთხვევაში ხვდებიან პატარა ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ სიღრმისეული ანალიზის შესაძლებლობა.

„რასა იუკნევიჩიენე მახსოვს იყო თავდაცვის მინისტრი და ძალიან აქტიური წევრი, როდესაც საბჭოთა კავშირის გადარჩენაზე იყო საუბარი, გაერთიანდნენ ჩვენი ქართველების სისხლში ხელგასვრილი გორბაჩოვის გუნდში ეგეც და კუბილიუსიც. გაიხსენოს თავისი ბიოგრაფია. რასა შეიძლება უცხოელია, მაგრამ ის არის „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი. არასამთავრობოებმა ან უნდა გამოავლინონ თავიანთი შემოსავლები და დაფინანსებული პროგრამები, ან უნდა მოითხოვონ საქართველოს დასჯა და სანქციების დაწესება. მათ აარჩიეს მეორე გამოსავალი, რასაც მხარს უჭერენ კონკრეტული ევროდეპუტატები. ვერ გავიგე ქართველებს, თუნდაც ოპოზიციური ფლანგიდან, რატომ უხარიათ ეს ამბავი. სამწუხაროა, რომ ასეთი ღალატის და უსამშობლო ადამიანების გარემოცვაში ხშირ შემთხვევაში ხვდებიან პატარა ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ სიღრმისეული ანალიზის შესაძლებლობა. გვარამიას ევროპარლამენტარებიც ჰყავს მოკავშირეები. ევროპარლამენტში რომ მოკავშირეები არ ჰყავდეთ, ვის მიაწვდიდნენ ამხელა მასას დეზინფორმაციის და რა რესურსს გამოიყენებდნენ გარემოს მოსაწამლად. ლობისტები დაიქირავეს, რათა ყოველდღე ილაპარაკონ საქართველოს საწინააღმდეგოდ. ეს არის ერთი პოლიტიკური გუნდი, საკმაოდ მძლავრი, კარგი სქემებით, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არ შველის გვარამიას. თაღლითობა, დანაშაული ჩადენილი აქვს კონკრეტულად ადამიანების წინააღმდეგ, როდესაც ხელისუფლებაში იყო. ამას არაფერი ცვლის, ევროპელი შეეშველება თავისი განცხადებით თუ აზიელი, ეს არ ცვლის გვარამიას პიროვნებას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვაჟა სირაძე - პოლიციელების შეურაცხყოფისთვის სასტუმრო „პარაგრაფთან“ ერთი პირი დავაკავეთ
სალომე ზურაბიშვილმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო
„ქართული ოცნება“ - აქცენტი მთლიანად გადავიდა აქციებზე, ყველას დაავიწყდა ძირითადი თემა, რომელიც ეხება „გამჭვირვალობის კანონის“ ავკარგიანობას, ვაქვეყნებთ ტექსტს, ყველას მოვუწოდებთ წაკითხვისკენ
მეუფე შიო: მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო
დავით კაჭარავა სპორტსმენების ბულინგზე: ყველანაირად ცდილობენ, რომ ჩვენი გმირი ბიჭების წარმატებები როგორღაც წარუმატებლობად აქციონ - ამით ცდილობენ დაანგრიონ ქართული სპორტი
არქივი