ნინო წილოსანი: მიხარია, რომ 29 აპრილს გვექნება შეკრება, მით უფრო, როდესაც პარტიის საპატიო თავმჯდომარეც დაესწრება ამას და ეს კიდევ უფრო მამოტივირებელია უამრავი ჩვენი ამომრჩევლისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
30 23 აპრილი 2024, 18:31

მიხარია, რომ 29 აპრილს გვექნება შეკრება, მით უფრო, როდესაც პარტიის საპატიო თავმჯდომარეც დაესწრება ამას და ეს კიდევ უფრო მამოტივირებელია უამრავი ჩვენი ამომრჩევლისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობით არჩეულ ხელისუფლებას რომ ეძახი პრორუსულს, უკვე აპრიორი ნათელია, რამდენად არ სცემ პატივს საკუთარ მოსახლეობას.

„ჩვენი უამრავი მხარდამჭერი ძალიან გახარებული იყო, რომ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. რასაც ისინი უყურებდნენ ტელევიზორში, გაბუქებულ სიტუაციას, ახალგაზრდების ის ჯგუფი, ვინც ამ კანონის საწინააღმდეგოდ იკრიბებოდა, თითქოს წარმოადგენდა მთელ ქვეყანას. რა თქმა უნდა, ეს ქვეყანა არც იმ ჯგუფით იწყება და არც თბილისით სრულდება. ეს ქვეყანა არის მთელი საქართველო, დაწყებული თბილისიდან და დასრულებული ყველაზე უკიდურესი სოფლით, ამიტომ ამ ქვეყნის უმრავლესობით არჩეულ ხელისუფლებას რომ ეძახი პრორუსულს, უკვე აპრიორი ნათელია, რამდენად არ სცემ პატივს საკუთარ მოსახლეობას და საზოგადოებას. რა თქმა უნდა, 29 აპრილს შეიკრიბებიან ადამიანები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის სწორი განვითარება - მამული, ენა სარწმუნოება, რაც გვეგონა, რომ ფაქტობრივად კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დამდგარიყო, ზუსტად ჩვენმა ოპონენტებმა დააყენეს კითხვის ნიშნის ქვეშ და სარწმუნოება გადახაზეს. ეს არის უსამშობლოების და ურწმუნოთა ერთობა, თუმცა გაცილებით მეტი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები არსებობენ. მიხარია, რომ 29 აპრილს გვექნება შეკრება, მით უფრო, როდესაც პარტიის საპატიო თავმჯდომარეც დაესწრება ამას და ეს კიდევ უფრო მამოტივირებელია უამრავი ჩვენი ამომრჩევლისთვის“ - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
შსს - გარკვეული პოლიტიკური ძალები, აქციის ორგანიზატორები გეგმავდნენ, ჩაეცვათ პოლიციის ფორმა, გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციას შეუერთდა, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. არ გამოტოვოთ ეს ისტორიული შანსი
სოზარ სუბარი: ლიბერალების მანტია გადაცმული ფაშისტები ლაშა ტალახაძეს საოცრებებს უწერენ და ამის შემდეგ კიდევ აძლევენ თავს უფლებას, რომ ქართველი ერქვათ
გიორგი გახარია: საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭეა
არქივი