ნინო წილოსანი ევროპარლამენტართა ჯგუფის დაინიცირებულ რეზოლუციაზე: აქ არის სააკაშვილთან დაკავშირებული ჩანაწერი, რომ პოლიტპატიმარია და ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქად მოხსენიებული, ეს ცხადყოფს, რა სახის რეზოლუციასთან გვაქვს საქმე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
28 23 აპრილი 2024, 18:32

ამ რეზოლუციაში, რომლის მიღებაზეც არის საუბარი და რომელსაც ადვოკატირებენ ჩვენი შიდაოპონენტები, არის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ჩანაწერი, რომ ეს ადამიანი უნდა იყოს გათავისუფლებული, რომ ის პოლიტპატიმარია. ასევე, ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქად მოხსენიებული. ეს ორი კონკრეტული ფაქტორი კარგად ცხადყოფს, რა სახის რეზოლუციასთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ევროპარლამენტართა ერთი ჯგუფის მიერ საქართველოს თემაზე ევროპარლამენტში დაგეგმილი დებატებისა და რეზოლუციის კენჭისყრის შესახებ განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს ევროპარლამენტარები უცხოელები არიან, ქართული შიდაპოლიტიკის მონაწილე პირებად გვევლინებიან. ეს არავისთვის არ არის გასაკვირი. რა მნიშვნელობა აქვს, ამაზე ნიკა გვარამია ისაუბრებს, ხატია დეკანოიძე თუ თინა ბოკუჩავა - მათი ინტერესი არის კონკრეტული და ეს ინტერესი არ ემსახურება საქართველოს ინტერესს. რა თქმა უნდა, ფაქტი, რომ ეს ადამიანები განუწყვეტლივ ცდილობენ, დამნაშავე მიხეილ სააკაშვილის გამოხსნას ციხიდან, რომ მან თავი აარიდოს თავისი დამსახურებული სასჯელის მოხდას, ეს უკვე ყველაფერს ნათელს ჰფენს და საზოგადოებისთვისაც დაღეჭილი თემაა. ამას არაფერი დამატებითი ახსნა არ სჭირდება, მხოლოდ კიდევ ერთხელ სჭირდება, რომ გავიმეოროთ და არ დავიღალოთ იმის გამეორებით, რომ ამ ადამიანების ანგარიშზე არ ფიქსირდება არც ერთი საქართველოსთვის გადადგმული პოზიტიური ნაბიჯი", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებლად გააკეთებს დეტალურ მოხსენებასაც პარლამენტში პოლიტიკური განცხადებების დროს, რათა ყველამ იცოდეს, რა მავნე მოქმედებებში არიან ჩართული ისინი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: არც ერთმა საელჩომ და დონორმა არ დაგმო ძალადობის შემთხვევები. ბევრმა მათგანმა ძალადობრივ თავდასხმებს "მშვიდობიანი"’ უწოდა - სამწუხაროდ, ძალადობის წაყრუება მომავალში მეტ ძალადობას ახალისებს
რატი იონათამიშვილი: ერთ-ერთი ცუდი, რაც გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დანიშნულება დაუკარგა არასამთავრობო სექტორს - ისინი წარმოადგენენ პოლიტიკურ უმცირესობას და ძირს უთხრიან სამოქალაქო სექტორის მნიშვნელობას ჩვენს ქვეყანაში
აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მიემართებიან პოლიციელებთან სასაუბროდ
ვაჟა სირაძე - პოლიციელების შეურაცხყოფისთვის სასტუმრო „პარაგრაფთან“ ერთი პირი დავაკავეთ
სალომე ზურაბიშვილმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო
არქივი