ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა, რუსთავის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა დაიწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 23 აპრილი 2024, 19:41

ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, რუსთავის მერიასთან ერთად, პროექტის - ,,საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების გენდერული საკონსულტაციო მომსახურება” ფარგლებში, რუსთავში ახალ პროგრამას იწყებს. ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების პროგრამა, რუსთავში ორგანიზაცია ,,EY საქართველოს” დახმარებით ხორციელდება.

პროგრამის მიზანია, საქართველოს მუნიციპალურ სატრანსპორტო სექტორში, თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და ინკლუზიური სატრანსპორტო მომსახურების ხელშეწყობა.

აღნიშნული პროგრამის პრეზენტაცია, დღეს რუსთავის მუნიციპალურ ავტოტრანსპორტის საწარმოში გაიმართა. პრეზენტაციას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები, რუსთავის ავტოტრანსპორტის საწარმოს ხელმძღვანელი ჯურხა ბენდელიანი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ორგანიზაცია ,,EY საქართველოს” წარმომადგენლები დაესწრნენ.

,,ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან ერთად, რუსთავში ვიწყებთ ძალიან საინტერესო პროექტს, რომელიც ახალი შესაძლებლობაა ჩვენი ქალბატონებისთვის. სწორედ ამ პროექტის დახმარებით, ჩვენი ქალბატონები გადამზადებას გაივლიან, შეიძენენ ახალ უნარებს, აიმაღლებენ კვალიფიკაციას და შემდგომ უკვე რუსთავის ავტოტრანსპორტის საწარმოში დასაქმდებიან. როდესაც ქალთა გაძლიერებაზე ვსაუბრობთ, ყველაზე მთავარი, სწორედ მათი ეკონომიკური გაძლიერებაა, რასაც ჩვენი ერთობლივი პროგრამა ემსახურება”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

პროგრამის ფარგლებში, რუსთავის ავტოტრანსპორტის საწარმო, ქალების ავტობუსების მძღოლებად გადამზადების მოკლევადიან კურსებზე მიღებას აცხადებს. სასწავლო კურსი ნებისმიერ დაინტერესებულ რუსთაველ ქალბატონს შეუძლია გაიაროს და შედეგად D კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიიღოს. ახალი პროფესიის დაუფლების შემდეგ კი პროგრამაში ჩართულ ქალბატონებს, სატრანსპორტო სფეროში დასაქმების შესაძლებლობა უჩნდებათ.

დღეისათვის, რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოში ავტობუსის მძღოლად ორი ქალბატონია დასაქმებული.

პროექტი ,,საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების გენდერული საკონსულტაციო მომსახურება”, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, რუსთავის გარდა, გორის, ქუთაისის, თელავის, ზუგდიდის და ფოთის მუნიციპალიტეტებშიც განხორციელდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
შსს - გარკვეული პოლიტიკური ძალები, აქციის ორგანიზატორები გეგმავდნენ, ჩაეცვათ პოლიციის ფორმა, გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციას შეუერთდა, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. არ გამოტოვოთ ეს ისტორიული შანსი
სოზარ სუბარი: ლიბერალების მანტია გადაცმული ფაშისტები ლაშა ტალახაძეს საოცრებებს უწერენ და ამის შემდეგ კიდევ აძლევენ თავს უფლებას, რომ ქართველი ერქვათ
გიორგი გახარია: საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭეა
არქივი