პეტრას აუსტრევიჩუსი - მინდა, ყველა ჩვენგანის სახელით მივესალმო ნიკა გვარამიას, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, მადლობა თქვენი ერთგულებისთვის და საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
28 23 აპრილი 2024, 20:41

მინდა, ყველა ჩვენგანის სახელით მივესალმო ნიკა გვარამიას, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, მადლობა თქვენი ერთგულებისთვის და საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლისთვის, – ასე დაიწყო ევროკომისარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროპარლამენტში დებატებისას გამოსვლა, რომელსაც პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამიაც ესწრებოდა.

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარეობს დებატები, რომელშიც რამდენიმე ევროპარლამენტარი მონაწილეობს.

„მინდა, ყველა ჩვენგანის სახელით მივესალმო ნიკა გვარამიას, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, მადლობა თქვენი ერთგულებისთვის და საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლისთვის. მივესალმები საქართველოს მოსახლეობას, რომლებიც ოპოზიციაში არიან და წინააღმდეგობას უწევენ ასეთ კანონს. განმეორებადი ძალისხმევა მმართველი პარტიისა, მიიღოს უცხოური აგენტების კანონი, რათა მოხდეს მასმედიაზე ზეგავლენა მომავალი არჩევნების ფონზე და გამართლდეს რეპრესიული კანონი ე.წ. დასავლურ პრაქტიკებზე მითითებით, არის წმინდა წყლის პათეტიკა. ასეთი კანონი რუსულ ავტორიტარიზმზეა დაფუძნებული. მოვუწოდებ ევროკავშირის ინსტიტუტებს წერტილოვანი, მიზნობრივი სანქციები გამოიყენონ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ – ზვიად ღარიბაშვილის და ლაშა სირაძის მიმართ უნდა იყოს გამოყენებული სანქციები, რომლებიც მოქმედებენ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ“, – განაცხადა აუსტრევიჩუსმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
შსს - გარკვეული პოლიტიკური ძალები, აქციის ორგანიზატორები გეგმავდნენ, ჩაეცვათ პოლიციის ფორმა, გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციას შეუერთდა, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. არ გამოტოვოთ ეს ისტორიული შანსი
სოზარ სუბარი: ლიბერალების მანტია გადაცმული ფაშისტები ლაშა ტალახაძეს საოცრებებს უწერენ და ამის შემდეგ კიდევ აძლევენ თავს უფლებას, რომ ქართველი ერქვათ
გიორგი გახარია: საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭეა
არქივი