ევროპარლამენტარი მიკ უოლესი: ევროკავშირი, ამერიკა იყენებენ ჩვენს სიმდიდრეს, რათა არაწევრ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, გაავრცელონ პროპაგანდა და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით პროტესტი გააღვივონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 23 აპრილი 2024, 21:36

არასამთავრობო ორგანიზაციებით, ევროკავშირი და ამერიკა იყენებენ ჩვენს სიმდიდრეს, რათა ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, პარალელური საზოგადოებები შექმნან, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მიკ ვოლასმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატებისას განაცხადა განაცხადა.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აქვთ წვდომა ბრიუსელსა და ვაშინგტონში არსებულ რესურსებზე, პოლიტიკოსებზე, რათა გავლენა მოახდინონ ინსტიტუტებზე, გაავრცელონ პროპაგანდა და გააღვივონ პროტესტი.

„უნდა ითქვას, რომ ევროკავშირს ჰყავს საქართველოში კანონის უზენაესობის ლექტორები. ჩვენ როცა იარაღს ვაგზავნით, გერმანიის პოლიცია ისე ანადგურებს სამოქალაქო საზოგადოებას, როგორც ნაცისტურ გერმანიაში 1930 წლებში ხდებოდა. ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ დემოკრატიის დასაცავად სანქციების დაწესება მოითხოვა. მათ საქართველოს დემოკრატია კი არა, ფული ადარდებთ, რომელსაც უხდიან ამ ჩარევაში. არასამთავრობო ორგანიზაციებით, ევროკავშირი და ამერიკა იყენებენ ჩვენს სიმდიდრეს, რათა ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, პარალელური საზოგადოებები შექმნან. ამ გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აქვთ წვდომა ბრიუსელსა და ვაშინგტონში არსებულ რესურსებსა და პოლიტიკოსებზე, რათა გავლენა მოახდინონ ინსტიტუტებზე, ეფექტურად გაავრცელონ პროპაგანდა და გააღვივონ პროტესტი, გამოიწვიონ დესტაბილიზაცია, რათა  უცხოელი დამფინანსებლების სტრატეგიული მიზნები წინ წაწიონ. უცხოური აგენტების შესახებ კანონს აქვს ხარვეზები, მაგრამ თუ ის ამოქმედდება, ეს იქნება ანტიდემოკრატიული, ევროკავშირისა და აშშ-ს საქართველოში ჩარევის შედეგი. თქვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უბიძგებდით ამისკენ“, – განაცხადა მიკ ვოლასმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მიემართებიან პოლიციელებთან სასაუბროდ
ვაჟა სირაძე - პოლიციელების შეურაცხყოფისთვის სასტუმრო „პარაგრაფთან“ ერთი პირი დავაკავეთ
სალომე ზურაბიშვილმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო
„ქართული ოცნება“ - აქცენტი მთლიანად გადავიდა აქციებზე, ყველას დაავიწყდა ძირითადი თემა, რომელიც ეხება „გამჭვირვალობის კანონის“ ავკარგიანობას, ვაქვეყნებთ ტექსტს, ყველას მოვუწოდებთ წაკითხვისკენ
მეუფე შიო: მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო
არქივი