რიში სუნაკი - მომავალ წელს პოლონეთში საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, ჩვენი საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავებს გავგზავნით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 23 აპრილი 2024, 22:06

დიდი ბრიტანეთი მომავალ წელს პოლონეთში დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავებს გაგზავნის პოლონეთის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა ვარშავაში, პოლონელ კოლეგასთან, დონალდ ტუსკთან შეხვედრისას განაცხადა.

სუნაკის თქმით, ბრიტანეთი პოლონეთში ასევე გაგზავნის 16 000-ზე მეტ ბრიტანელ სამხედროს ნატო-ს წვრთნების ფარგლებში.

„მომავალ წელს ჩვენ ასევე განვათავსებთ გაერთიანებული სამეფოს საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავებს პოლონეთში, რითაც ხაზს გავუსვამთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი ჩვენთვის, იმას, რომ გვინდა დავეხმაროთ პოლონეთის ცის კონტროლს. საჰაერო თავდაცვა მნიშვნელოვანია და გაერთიანებულ სამეფოს სურს, მხარი დაუჭიროს პოლონეთს, ასევე სურს მჭიდროდ ითანამშრომლოს თქვენთან ამ საკითხზე“, – აღნიშნა რიში სუნაკმა.

თავის მხრივ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის თანამშრომლობა სხვა პარტნიორებისთვისაც სამაგალითო გახდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
შსს - გარკვეული პოლიტიკური ძალები, აქციის ორგანიზატორები გეგმავდნენ, ჩაეცვათ პოლიციის ფორმა, გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციას შეუერთდა, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. არ გამოტოვოთ ეს ისტორიული შანსი
სოზარ სუბარი: ლიბერალების მანტია გადაცმული ფაშისტები ლაშა ტალახაძეს საოცრებებს უწერენ და ამის შემდეგ კიდევ აძლევენ თავს უფლებას, რომ ქართველი ერქვათ
გიორგი გახარია: საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭეა
არქივი