„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ახალგაზრდებმა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა გუშინ კვლავ გააპროტესტეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 24 აპრილი 2024, 08:59

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ახალგაზრდებმა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის წინ საღამოს, 19:00 საათზე ისევ გააპროტესტეს. მათ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევა მოითხოვეს.

მალევე საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილებმა მსვლელობით ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან გადაინაცვლეს.

პროტესტანტების ნაწილი კანონპროექტს რუსულს უწოდებს, თუმცა არგუმენტები არ აქვთ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გააგრძელებენ პროტესტს, სანამ მათი მთავარი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და მმართველი გუნდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს პარლამენტიდან არ გაიწვევს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი