გიორგი ვოლსკი გამჭვირვალობის შესახებ კანონზე: ეს თემა გამოიყენება იმისათვის, რათა დაიძაბოს ვითარება, რომ როგორმე მოხდეს დესტაბილიზაციის პროცესის განვითარება, რაც თავიდანვე იყო გეგმაში ჩადებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 24 აპრილი 2024, 09:01

ეს თემა [გამჭვირვალობის შესახებ კანონი] გამოიყენება იმისათვის, რათა დაიძაბოს ვითარება და როგორმე მოხდეს დესტაბილიზაციის პროცესის განვითარება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მეორე მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.

„არავითარ შემთხვევაში კანონის არცერთი პუნქტი არ შეიძლება განხილული იქნეს როგორც რუსული კანონის მსგავსი. არც პათოსით და არც შინაარსით, რასაკვირველია. ყველასთვის ნათელია, რომ ეს თემა [გამჭვირვალობის შესახებ კანონი] გამოიყენება იმისათვის, რათა დაიძაბოს ვითარება და როგორმე მოხდეს დესტაბილიზაციის პროცესის განვითარება, რაც თავიდანვე იყო გეგმაში ჩადებული“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის საპარლამენტო განხილვა მომდევნო კვირიდან გაგრძელდება. კანონის მიღების აუცილებლობას ხაზს უსვამს მმართველი გუნდი და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, უცხოურ ფულს ვინ რა მიზნით ხარჯავს ქვეყანაში. ხელისუფლების წარმომადგენლები კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და „ენჯეო“ სექტორის მხრიდან კრიტიკას კიდევ ერთხელ ეხმაურებიან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი