შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ სრულად უზრუნველვყოთ ყველა ჩვენი მოქალაქის უფლებების დაცვა და სწორედ ამ უფლებების დაცვის ჭრილში დავიცვათ საზოგადოება პროპაგანდისგან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 24 აპრილი 2024, 10:32
ქვეყნის მასშტაბით „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვები გრძელდება. დღევანდელ განხილვამდე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა იმაზე თუ როგორ მიდის ეს პროცესი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში.

„ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ამ ცვლილებების მხარდაჭერასთან ერთად არის ასევე ინტერესი დეტალებთან დაკავშირებით და ამ დეტალებზეც გვაქვს საუბარი მოსახლეობასთან იმისთვის, რომ განვმარტოთ რას გულისხმობს პროპაგანდის შეზღუდვა, რას გულისხმობს უფლებრივი ნაწილის პროპაგანდისგან გამიჯვნა. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ერთი მხრივ სრულად უზრუნველვყოთ ყველა ჩვენი მოქალაქის უფლებების დაცვა და მეორე, სწორედ ამ უფლებების დაცვის ჭრილში დავიცვათ საზოგადოება პროპაგანდისგან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს ოზურგეთში გაიმართება. მანამდე ამ თემაზე უკვე იმსჯელეს ქუთაისსა და ამბროლაურში. მიმდინარე კვირის განმავლობაში კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვა ასევე გაიმართება ბათუმში, ზუგდიდსა და მესტიაში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი