პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას ხელი მოაწერა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 24 აპრილი 2024, 13:42

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსჯავრდადებული ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა. შესაბამისი აქტი პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გამოსცა, შესაბამისად, პატიმარი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებას, სავარაუდოდ დღეს დატოვებს.

მანამდე დაცვის მხარეს სასამართლოსგან განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩაბარდა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდნენ, სადაც პრეზიდენტმა მის შეწყალებას ხელი მოაწერა.

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 აპრილს დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლე ზვიად შარაძემ ლაზარე გრიგორიადისი ბრალად წარდგენილ ორივე მუხლში, როგორც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში, ასევე სახელმწიფო ქონების განადგურებაში დამნაშავედ ცნო.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 12 აპრილს განაცხადა, რომ მან ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი