თორნიკე რიჟვაძე 29 აპრილისთვის დაგეგმილ შეკრებაზე: ერთად დავდგეთ და ჩვენი ერთიანობა ვაჩვენოთ მსოფლიოს, ვაჩვენოთ სად დგას ქართველი ხალხი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მშვიდობიანი და ადამიანის ღირსებაზე დაფუძნებული განვითარება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 24 აპრილი 2024, 14:54

29 აპრილს გაიმართება საერთო სახალხო შეკრება, სადაც ცხადად გამოჩნდება სად დგას საქართველო, ქართველი ხალხი, ვისთვისაც ძვირფასია ეროვნული ტრადიციული ფასეულობები, მამული, ენა სარწმუნოება, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


„მსურს მივმართო აჭარის თითოეულ მცხოვრებელს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ადამიანის ღირსება, ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, ყველამ ერთად გამოვხატოთ ჩვენი ერთიანობა. ამიტომ მოგიწოდებთ, კვლავ ერთად დავდგეთ ვისაც გწამთ და გჯერათ - საქართველო უპირველეს ყოვლისა. ჩვენი ყველას ვალია, შევინარჩუნოთ და დავიცვათ ის ფასეულობები, რომელიც უახლოეს ისტორიაში, 2012 წელს, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით გადაარჩინა „ქართულმა ოცნებამ“ და რომლის დაცვასაც შეეწირა ჩვენი წინაპრები.


ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ საეჭვო და ხშირ შემთხვევაში შავი ფულით დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა და გაურკვეველი ორიენტაციის სუბიექტებმა ხელში ჩაიგდონ ქართველი ხალხის ბედი და ჩვენი შვილების ხვალინდელი დღეს. ამიტომ ყველა ერთად დავდგეთ და ჩვენი ერთიანობა ვაჩვენოთ მსოფლიოს, ვაჩვენოთ სად დგას ქართველი ხალხი ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და ადამიანის ღირსებაზე დაფუძნებული განვითარება“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.


„ქართული ოცნება“ მხარდამჭერების თხოვნით 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრებას ჩაატარებს. „ერთად ვუთხრათ არა - შავ ფულს და ერთად ვუთხრათ კი - გამჭვირვალობას, ჭეშმარიტ ევროპულ გზას, დამოუკიდებელ და სუვერენულ საქართველოს!“ - ვკითხულობთ მმართველი გუნდის ერთობლივ განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი