ბრიტანელმა ექსპერტებმა კომუნიკაციების კომისიის თანამშრომლები სტრატეგიულ კომუნიკაციაში გადაამზადეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 24 აპრილი 2024, 16:38

კომუნიკაციების კომისიაში ბრიტანელმა ექსპერტებმა, დევიდ უოტსონმა და ჯეიმს კინგმა სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ სემინარი ჩაატარეს.

შეხვედრაზე განიხილებოდა ისეთი საკითხები, როგორებიცაა ემოციური და რაციონალური არგუმენტაციის გამოყენება შეხედულებებზე გავლენის მოხდენის მიზნით; ეფექტიანი სტრატეგიები დეზინფორმაციის გასანეიტრალებლად; „შეხედულებების კედელი“; ყალბი შეხედულებების აღქმისა თუ გაანალიზების ტექნიკები; კრიზისის კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ასპექტები; ასევე, საზოგადოების ქცევის პროგნოზირება კრიზისის დროს და სამიზნე აუდიტორიასთან სწორად მუშაობის მეშვეობით, ორგანიზაციის რეპუტაციის ჩამოყალიბების მეთოდები.

„დევიდ უოტსონს მრავალმხრივი გამოცდილება აქვს სტრატეგიული კომუნიკაციების, მედიაწიგნიერებისა და მედიის მიმართულებით. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა დიდი ბრიტანეთის მთავრობის კომუნიკაციის სამსახურში (UK Gonvernment Communication Service), ხოლო ამჟამად დიდი ბრიტანეთის ბიზნესისა და ვაჭრობის სამინისტროს მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელის მოადგილეა.

ჯეიმს კინგს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს სტრატეგიული კამპანიებისა და კომუნიკაციის დაგეგმვის მიმართულებით, ხოლო ამჟამად, ბრიტანეთის ბიზნესისა და ვაჭრობის სამინისტროს კომუნიკაციებისა და მარკეტინგის რეგიონული დირექტორის პოზიციას იკავებს.

კომუნიკაციების კომისიისთვის ევროპელი ექსპერტებისა და ევროპული პრაქტიკის გაზიარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი