ნინო ლაცაბიძე: სამარცხვინოდ დაასრულა გახარიას პარტიამ მუშაობა - იყო ძალიან ცუდი მცდელობა, რომ ახალგაზრდები ერთმანეთთან დაეპირისპირებინათ, რის საშუალებასაც არავის მივცემ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 24 აპრილი 2024, 17:44
სამარცხვინოდ დაასრულა გახარიას პარტიამ მუშაობა. იმპიჩმენტის დროს სამი ადამიანი: მეგობარი, ახლობელი, გულშემატკივარი არ აღმოაჩნდათ, ვინც მათთან ერთად მერიის წინ, თუნდაც გააპროტესტებდა, - ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ მედიასთან განაცხადა.

„დღეს ვნახეთ, როგორი მობილიზება ჰქონდათ სხვადასხვა რეგიონიდან მოსახლეობისა და განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩამოყვანის. იყო ძალიან ცუდი მცდელობა, რომ ახალგაზრდები ერთმანეთთან დაეპირისპირებინათ, რის საშუალებასაც მე, იქამდე, ვიდრე მერიის გუნდის წევრი ვარ, არავის მივცემ. ეს აფერხებს ჩვენი ქალაქის განვითარებას, წინსვლას და ჩვენს ქალაქში ამისი ადგილი არ არის“, - აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.

„ქართულმა ოცნებამ" ქალაქ რუსთავში გახარია/ნაცმოძრაობის კოალიცია დაშალა. გადაყენებულია საკრებულოს თავმჯდომარე - გადაწყვეტილება რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. თავმჯდომარის გადაყენებას მხარი დაუჭირა საკრებულოს 18-მა წევრმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი