ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 24 აპრილი 2024, 19:52

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

„კარგი დღეა ამერიკისთვის. ეს კარგია მსოფლიოში მშვიდობისთვის. მე ახლახან მოვაწერე ხელი კანონს, რომელიც ეხება უსაფრთხოების სფეროში დახმარებას. ეს გახდის ამერიკას უფრო უსაფრთხოს, ის გახდის მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს. ის ასევე მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს ჩვენს პარტნიორებს, რათა მათ შეძლონ საკუთარი თავის დაცვა. და ეს ასევე არის ინვესტიცია ჩვენს უსაფრთხოებაში“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აშშ-ის სენატმა სამშაბათს უკრაინისთვის, ისრაელისა და ტაივანისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა.

საუბარია ჯამში 95 მილიარდ დოლარზე, საიდანაც უკრაინისთვის 61 მილიარდი იქნება გამოყოფილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი