ალექსანდრე ტაბატაძე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 24 აპრილი 2024, 22:33

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, ალექსანდრე ვინიკოვთან.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობების მიმართულებებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე.

„ჩვენ ვისაუბრეთ, ასევე, საპარლამენტო ზედამხედველობაზე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობასა და კომიტეტის საქმიანობაზე“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ალექსანდრე ტაბატაძემ.

შეხვედრას ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკური ოფიცერი ჟოზეფინ ალბარაზი დაესწრო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი