ამ დაწესებულებისგან ძალიან დავალებული ვარ, იმიტომ რომ უკვე რამდენი რეზოლუცია არის მიღებული პერსონალურად ჩემს შვილთან დაკავშირებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 25 აპრილი 2024, 21:26

ძალიან ბედნიერი ვარ ამ ფაქტით, იმიტომ რომ არ არის იოლი ამ ვრცელ სიაში მოხვედრა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა სტრასბურგში, სადაც ევროპარლამენტის სესიას ესწრებოდა.

„მე პირადად ამ დაწესებულებისგან ძალიან დავალებული ვარ, იმიტომ, რომ უკვე რამდენი რეზოლუცია არის მიღებული პერსონალურად ჩემს შვილთან დაკავშირებით, მის თავისუფლებაზე“, - აღნიშნა გიული ალასანიამ.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს, რომელიც სავალდებულო ხასიათის არ არის, 425-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 25 წინააღმდეგი იყო, 30-მა კი თავი შეიკავა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი