საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 26 აპრილი 2024, 10:09

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე დაკავებულია იქნა ერთი პირი. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში, ჯამში გასაღებულ იქნა 21 400 აშშ დოლარის ოდენობის 100 დოლარიანი და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები. გამოძიების პროცესში აღნიშნული ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით მათიკაშვილი აქციის ორგანიზატორებზე: ერთ დღეს თითქოს ლიტურგიას ესწრებიან, გალობენ, მეორე დღეს პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებენ - კიდევ ერთხელ ნიღაბი ჩამოიხსნეს და საკუთარი სახე დაანახეს საზოგადოებას
სი ძინპინი - ჩინეთმა და ევროკავშირმა თანამშრომლობა და ნდობა უნდა გააღრმაონ
დიმიტრი ხუნდაძე - ოპოზიცია აკერმანის სცენარის მიხედვით მიყვება რევოლუციის განვითარებას
ანა წითლიძე - ჭიაბერაშვილის განცხადებას რომ დასდევენ, „ოცნების“ ლიდერი წამოვიდეს და ნახოს ახალგაზრდა, რომელიც სპეცრაზმმა სცემა, პასუხისმგებლობა ეკისრება მათ, ვინც ამაგრებენ რეჟიმს
რატი იონათამიშვილი: ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს უწმინდესს, ერს, საზოგადოებას, სახელმწიფოს, ღირსია, რომ საზოგადოებამ ის სახელი დაარქვას, რაც რეალურად ჰქვიათ
არქივი